რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 186
Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 500
Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 503
Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 373
Notice: getimagesize(): Read error! in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 186
Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 500
Warning: Division by zero in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 503
Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/mkurnali.ge/public_html/libraries/wslib/media/image.php on line 373
გამარჯობა. ვარ 49 წლის.მქონდა 2 ორსულობა და 2 მშობიარობა. ამ ეტაპზე მენსტრუაციული ციკლი მაქვს (შიგადაშიგ იშვიათი გამოტოვებით). გავიკეთე პაპ ტესტი. პასუხი: ნაცხი ადექვატურია, მასალა მიღებულია საშვ. ყელის T-ზონიდან ენდოცერვიკალური ფუნჯით. LSIL ასოცირებული HPV. ინტერპრეტაცია-მცირე რ-ობით სისხლის ელემენტების, ლეიკოციტების და კოკური ბაქტერიების ფონზე აღინიშნება ბრტყელი ეპითელიუმის ინტერმედიული და მეტაპლაზიური ტიპის უჯრედები. ნორმალურ ბრტყელ ეპითელიოციტებს შორის გვხვდება კოილოციტების რანდომული პლასტები მსუბუქი ჰიპერქრომიით და ბირთვისირგვლივი ნათების ზონით. აღნიშნული ჰალო მომატებულია (LSIL (CINI)-ასოცირებული HPV). ნაცხზე ასევე აღინიშნება ენდოცერვიკალური ეპითელიუმის უჯრედების ჯგუფები ზომიერი და ალაგ მკვეთრად გამოხატული ჰიპერპლაზიით. ციტომორფოლოგიური კრირეტიუმებით ცილინდრულ კომპონენტში ატიპის ნიშნები არ ვლინდება. დასკვნა-LSIL-ასოცირებული HPV. თანმხლები ბაქტერიული ცერვიტი. რეკომენდაცია 1) განმეორებითი pap -ტესტირება 6 თვის შემდეგ. 2) კოლპოსკოპიური გამოკვლევა. 3) HPV-გენოტიპირება. მითხრეს სასწრაფო ოპერაცია. გარდა ამისა საშვილოსნოში აღმომაჩნდა 2 მიომა-წინა კედელში კვანძი ზომით 23 მმ X 20 მმ, უკანა კედელში კვანძი 29მმ X 17 მმ. ასევე ღრუში პოლიპის ტიპის სტრუქტურა ზომით 13 მმ. X 10 მმ და საშვილოსნოს ყელზე პოლიპის ტიპის სტრუქტურა ზომით 9 მმ. X 9 მმ. ონკო-გინეკოლოგმა მირჩია რადიკალური გზით ოპერაცია, საშვილოსნოს, საკვერცხეების და საშვილსნოს ყელის სასწრაფოდ (ერთ თვეში) ლაპარასკოპიით ამოკვეთა. სისხლდენა ან რამე ჩივილი არ მაქვს. გთხოვთ მიპასუხოთ, ეს ყველაფერი საშიშია ავთვისებიანი სიმსივნეა? მადლობაა.
პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა
პასუხი: თქვენი მონაცემების მიხედვით აღინიშნება საშვილოსნოს ყელის პირველი ხარისხის დაზიანება, აგრამ ეს არ არის საგანგაშო. ასევე ექოსკოპიურად ვლინდება საშვილოსნოს მიომური კვანძები, რომელთა ზომები არ არის დიდი და პოლიპი, რომლის ზომა შედარებით დიდია, მაგრამ არც ის წამროადგენს რაიმე საშიშროებას. შესაძლოა ჩატარდეს ლაპაროსკოპია და საშვილოსნოს ამოკვეთა, თუმცა ოპერაცია არ არის სასწრაფო. საწყის ეტაპზე შესაძლოა ჩატარდეს საშვილოსნოს ყელის კონიზაცია, მისი შემდგომი ჰისტოლოგიური კვლევით და მოისინჯოს მედიკამენტური მკურნალობა, რის ფონზეც უნდა გაკონტროლდეს პოლიპის მდგომარეობა. რა თქმა უნდა შესაძლოა ოპერაციული მკურბალობაც, მაგრამ ოპერაცია არ არის გადაუდებელი.