რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა, ვარ დაახლოებით 12 კვირის ორსული, 2 დღეა დამიდასტურდა კოვიდ 19, იქნებ მითხრათ რაიმე საშიშროება ხომ არარის ბევშვს რამე ავნოს ან ნაყოფზეც გადავიდეს, ანუ რამდენად ხშირია ორსულების ინფიცირება და უპრობლემოდ თუ გაუჩენიათ კოვიდ გადაყანილებს ბავშვი? თავს ვგრძნობ კარგად მხოლოდ 2 -3 დღე მქონდა სურდო, არც ტემპერატურა და არაფერი მეტი, წამლებს ვერ ვიღებ და შესაძლებელია ასე განკურნება? ოჯახის ექიმი არგვირრკავს და ვერ 112 ში ვრეკავთ, იქნებ ცოტათი დამამშვიდოთ რახდება ამ დროს?
პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა პასუხი: არსებული მონაცემების მიხედვით კოვიდ 19 არ ახდენს უარყოფით გავლენას ნაყოფზე, თუმცა მან შეიძლება გამოიწვიოს რაიმე გართულება დედის ორგანიზმში. მაგრამ ვინაიდან თქვენ შემთხვევაში ვირუსული ინფექციის მიმდინარეობა მსუბუქია, არ გაქვთ რაიმე სერიოზული ჩივილი, საშიში არაფერია, მაგრამ მდგომარეობა რა თქმა უნდა საყურადღებოა. თქვენ გესაჭიროებათ დიდი რაოდენობით სითხის მიღება (დღეში 1,5ლ-მდე), თბილი ჩაი ლიმნით ან მალინით, სიცხის მატების შემთხვევაში (38-ზე ზევით) შეგიძლიათ მიიღოთ პარაცეტამოლი, სასურველია ვიტამინოკომპლექსის მიღება (განსაკუთრებით D და C ვიტამინების) და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია საჭიროა კოაგულოგრამის და D დიმერის კონტროლი სისხლში და სისხლის საერთო ანალიზი (რისთვისაც შეგიძლიათ ბინაზე გამოძახებით ჩაიტაროთ ანალიზები). D დიმერის მატების შემთხვევაში (რაც უკვე ძალიან საყურადღებოა) აუცილებელია ანტიკოაგულანტური მკურნალობის ჩატარება. ამდენად, პირველ რიგში ჩაიტარეთ აღნიშნული ანალიზები. სხვა მხრივ გაურთულებელი კოვიდ 19 რაიმე უარყოფით გავლენას ნაყოფზე არ მოახდენს. (ასეთი პრეცენდენტი გვქონდა და ნაყოფს არანაირი საფრთხე არ შექმნია, მაგრამ აუცილებელია ანალიზების კონტროლი და ექიმი მეთვალყურეობა).