16წლის ვარ ქალიშვილი , როგორც გითხარით უკვე ციკლ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

09-11-2020

გამარჯობა 16წლის ვარ ქალიშვილი , როგორც გითხარით უკვე ციკლი 23-28დღემდე მაქვს, ხოლმე 28 დღეს არასდროს ცდება, ორი წელია რაც დამეწყო და ოდნავ ძლიერ ტკივილს მარტო მეორე დღეს განვიცდი ისე არა, მეორე დღეს მაქ უფრო ბევრი და ამ თვეშიც ზუსტად ეგრე მქონდა 23-ე დღეს მომივიდა საღამოს უფრო მსუბუქი ტკივილით ძირითადად კოლტებით მაქვს ხოლმე და ახლაც მქონდა რაღაც წვრილი კოლტები მეორე დღეს. ყველაზე მეტად რამაც შემაშინა ის არის , რომ ყავისფერი გამონადენი მქონდა თითონ უშუალოდ მენსტრუაციის დროს ღია ყავისფერი გამონადენი თითქოს დამთავრდაო მაგრამ მერე ისევ წითელი სისხლი წამომივიდა და ჩვეულებრივ 5დღის მერე მოვრჩი კიდევ იმან შემაშინა რომ მარჯვენა მხარეს მენჯი მტკიოდა სადღაც 3დღე მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ ყრუ ტკივილით თან წეელის ტკივილიც ახლდა და მყცლის დაბლა ნაწილისაც ოღონდ არა გაუსაძლისი ტკივილით არამედ მსუბუქი ყრუ ტკივილით და თან მენსტრუაციის მორჩენის შემდეგ ძალიან ვინერვიულე რადგან ენდომეტრიოზის სიმპტომებს ძალიან გავს მაგრამ ვერ ვხვდები ენდომეტრიოზი საიდან უნდა მჭირდეს გენეტიკურად გამორიცხულია და სხვა რა მიზეზი არსებობს ან შესაძლებელია თუ არა ჩამოთვლილი სიმპტომების მიხედვით ენდომეტრიოზი მჭირდეს:((( ექიმთან მისვლას ვერ ვახერხებ ამ ვითარების გამო და აღარ ვიცი უკვე რა გავაკეთო სხვა რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ღია ყავისფერი გამონადენი მენსტრუაციის მეოთხე მეხუთე დღეს ,მენჯის ტკივილმა გამიარა მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობ აღარ ვიცი უკვე რაზე ვიფიქრო იქნებ დამეხმაროთ და მითხრათ მაქვს თუ არა მაინც სანერვიულო და ძალიან ხომ არ გამირთულდება ცოტა ხნით ექიმთან ვიზიტი რომ გადავდო? ბოდიშით ამხელა ტექსტისთვის და დიდი მადლობა წინასწარ❤️

პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა
პასუხი: ზოგადად, ენდომეტრიოზს ახასიათებს ყავისფერი ჩამონაშალი მენსტრუაციამდე და მის შემდეგ, ასევე ძლიერ მტკივნეული მენსტრუაცია, ამდენად, ყრუ ტკივილი არ მიანიშნებს ენდომეტრიოზზე. ამასთან, თაქვენი მონაცემებიდან გამომდინარე ენდომეტრიოზი ნაკლებსავარაუდოა, შესაბამისად სანერვიულო საერთოდ არაფერია.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
ტეგები: ციკლი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად