მივუღე თქვენი პასუხი და ძალიან მადლობელი ვარ დავმ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

28-10-2020

გამარჯობა მივუღე თქვენი პასუხი და ძალიან მადლობელი ვარ დავმშვიდდი მაგრამ ახლა სხვა პრობლემა მაქვს და მინდა ბარემ ამაშიც გავერკვე , ვულვის ზემოთ ნაწილში კანი მაქვს ძალიან გაუხეშებული ასე ვთქვათ მექერცლება და გათეთრებულია მექავება მაგრამ იშვიათად , საშოსთანაც არ მექავება დასხვა არანაირი ტკივილი არმაქვს ან გართულება და ვფიქრობ დერმატოლოგიური პრობლემა ხომ არარის თქო თან თითონ ვულვის ფერიც ძალიან მუქი მაქვს ზოგადად არადა თეთრი კანის ფერი მაქვს და მაინტერესებს ეს ნორმალური ამბავია თუ რაიმე დაავადებასთან შეიძლება მქონდეს საქმე გამონადენიც მაწუხებს რაც თვიური დამეწყო მაგრამ ძირითადად ისეთი არა რომ დიდი დისკომფორტი შემიქმნას ჭარბი გამონადენი მაქვს ხოლმე ციკლის შუაში 3-4 დღე სხვადასხვა კონსისტენცისს მაგრამ მწვანე წითელი ყავისფერი ან რაიმე ასეთი ფერის არასდროს მაგრამ მაინც ვნერვიულობ თან ვერ ვხვდები ეს ნორმალური არის თუ არა ჩემ ასაკში(16) რადგან ციკლიც ცოტა არეული მაქვს მაგრამ გამიგია რომ 23-30დღემდე ნორმალურია , უბრალოოდ მაინც შევშინდი და თქვენგან უბრალოდ პატარა რჩევა მინდა მაინტერესებს რაიმე კავშირი ხომ არ აქვს ამ მოვლენებს ერთმანეთთან და რაიმე სერიოზული პრობლემა ხომ არ არის, მადლობა წინასწარ:)

პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა

პასუხი: ციკლის შუა პერიოდში გამონადენის არსებობა, რმელსაც არ აქვს სუნი, ფერი, და არ იწვევს რაიმე ჩივილს - არ არის სანერვიულო. ზოგადად, მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობაა 21-35 დღე, საშუალოდ 28 დღე, ამდენად, თუ თქვენი ციკლიც ამ ფარგლებში მერყეობს, არც აქ არის რაიმე სანერვიულო. რაც შეეხება კანის გათეთრება და აქერცვლას, ეს საყურადღებოა, მაგრამ შეიძლება იყოს ძალიან მარტივი კანის რაიმე პრობლემა, ამიტომ მიზანშეწონილია ჩატარდეს დერმატოლოგის კონსულტაცია.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
ტეგები: გამონადენი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად