ჩემმა ქმარმა ჩააბარა სპერმოგრამა ორ სხვადასხვა ადგ... | ანდროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ანდროლოგია

კატეგორია - ანდროლოგია

24-10-2020

ჩემმა ქმარმა ჩააბარა სპერმოგრამა ორ სხვადასხვა ადგილას ერთის მიხედვით მონაცემები ასეთია: სპერმატოზოიდების რაოდენობა 1 მლ-ში 123 მლნ, სპერმატოზოიდების რაოდენობა მთელ ეაკულატში 246 მლნ. ცოცხალი სპერმატოზოიდები 90%, მოძრავი სპერმატოზოიდები 65%, პროგრესულად მოძრავი 42%, სპერმატოზოიდთა ნორმალური მორფოლოგიური ფორმები 66%. მეორე სპერმოგრამის მიხედვით მოძრავი და პროგრესულად მოძრავი სპერმატოზოიდები დაუწერეს ნული ( ეს ტესტი ჩაბარდა დილით). როგორ შეიძლება ასე რადიკალური შედეგები იყოს ნაჩვენები ერთი კვირის შუალედში? რამ შეიძლება განაპირობოს?(არ სვამს, არ ეწევა, ფიზიკურად აქტიურია). და პირველი სპერმოგრამის შედეგებს თუ დავეყრდნობით მანდაც პრობლემურია პროგრესულად მოძრავის რაოდენობა? რამდენად შესაძლებელია ორსულობა რომ დადგეს?

პასუხი
ექიმი გინეკოლოგი რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა

პასუხი: პირველი სპერმოგრამის მიხედვით შედარებით დაბალია პროგრესულად მოძრავი სპერმატოზოიდების რაოდენობა, მაგრამ ყველა დანარჩენი პარამეტრი აბსოლუტური ნორმის ფარგლებშია, რის მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული სპერმით დაორსულება შესაძლებელია. თუმცა, მეორე ანალიზის მიხედვით, პასუხი აბსულუტურად საპირისპიროა. ამდენად, გირჩევთ კიდევ ერთხელ ჩაატაროთ  გამოკვლევა წესების სრული დაცვით (3-5 დღიანი თავშეკავება, ანალიზის ჩატარებამდე 3 დღის მანძილზე ცხიმიანი, მწარე საკვებისგან, ალკოჰოლისგან, გასაკუთრებით ლუდისგან, მოსაწევი საშუალებებისგან თავის შეკავება), რის მიხედვითაც უნდა დაიგეგმოს შემდგომი ტაქტიკა.
ტეგები: სპერმოგრამა
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად