, მყავს 1.1 წლის ბავშვი, რომელიც დილას იწყებს ადაპ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

14-10-2020

-გამარჯობა, მყავს 1.1 წლის ბავშვი, რომელიც დილას იწყებს ადაპტირებული რძით. დაძინებამდე ასწრებს 4 კვებას, შუალედებში წახემსებით. შემდეგ ძილში ღამის 12-ზე ან 1-ზე, ისევ ადაპტირებულ რძეს ვასმევ, ასე მგონია მშიერია რადგან 5 კვებას ვერ ასწრებს. ღამე ხშირად იღვიძებს ძუძუზეც და ამიტომ მგონია, რომ არ ვაჭამო, უფრო ხშირად გაეღვიძება შიმშილისგან. რას მირჩევთ, ვასვა ხოლმე ასე გვიან რძე? ან ხომ არ ჯობს უკვე ოთხჯერად კვებაზე გადავიყვანო? და ამ შემთხვევაში რძე დილას მივცე თუ ძილის წინ? მადლობა წინასწარ

პასუხი
-1 წლის ასაკის შემდეგ კვება ჩვეულებრივ 4ჯერადია, 4საათიანი ინტერვალებით, შუალედებში 2-ჯერ წახემსებით. ბოლო კვება უნდა იყოს ძილამდე 1-2 საათით ადრე.
ძილში კვება(ადაპტირებული ნარევით) დაუშვებელია.
საუზმეს შეადგენს რძე, რძის პროდუქტები, ფაფა(სიმინდი, წიწიბურა, ბრინჯი, ხორბალი, შვრია), კვერცხი.
სადილი -წვნიანი (მონაცველობით ხორცით და ბოსტნეულით), ან თევზი კვირაში ორჯერ. საღამოს მაწონი, კეფირი შეიძლება ნამცხვართან(პეჩენიასთან) ერთად, წახემსებისთვის ხილი, ან ბოსტნეული.
კვების საათები ზუსტად უნდა დაიცვათ, რადგან არარეგულარული კვებისას პირობითი რეფლექსი ქრება, კუჭის წვენის გამოყოფის რიტმი ირღვევა, საჭმლის მომნელებელი წვენების ოდენობა და თვისებები იცვლება, ეს ყოველივე კი გავლენას ახდენს ბავშვის მადაზე. დამტებითი რჩევების ნახვა შეგიძლიათ ბმულებზე
1. https://mkurnali.ge/kithkhva-pasukhi.html?view=question&id=186768

2. https://mkurnali.ge/pediatria/3175-bavshvis-kveba-1-tslidan.html
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად