ვარ 23 წლის, აღგზნების დროს მაქვს გამონადენი და ე... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

28-08-2010

- ვარ 23 წლის, აღგზნების დროს მაქვს გამონადენი და ერექციას მალე ვაღწევ. რომელ ექიმს მივმართო და სად არიან ამის კარგი სპეციალისტები? წინასწარ გმადლობთ

პასუხი
- უნდა მიმართოთ უროლოგს ან სექსოლოგს. აგზნების დროს გამონადენის არსებობა ბუნებრივი მოვლენაა. რაც შეეხება ერექციის მალე მიღწევას, ალბათ ეაკულაციას (ანუ თესლის გამოყოფას) გულისხმობთ. ინფორმაციის სახით გეტყვით, რომ ხშირად ნაადრევი ეაკულაციის დროს სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა არ აღემატება 1 – 1,5 წუთს. რა თქმა უნდა ამ მცირე პერიოდის განმავლობაში შეუძლებელია მიაღწიო პარტნიორის დაკმაყოფილებას, რაც დიდი დისკომფორტს ქმნის.
ნაადრევი ეაკულაციის მკურნალობისას იკარგება მრავალი თვე და წელი, და ამ ყველაფერს არასწორად უკავშირებენ ინფექციებს, პროსტატიტს და ა.შ. – შესაბამისად, შედეგი თითქმის არ არის.
სინამდვილეში ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი მდგომარეობს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში – თავის ტვინში სპეციფიკური ნივთიერებების ნაკლოვანებაში (საქმე ეხება დოფამინის რეცეპტორებს). შესაბამისად, მკურნალობა მდგომარეობს სპეციალური პრეპარატების დანიშვნაში, რომლებიც ახდენენ გავლენას აღნიშნულ რეცეპტორებზე. გარდა ამისა, ნაადრევი ეაკულაციის მიზეზი (როგორც მოვლენის და არა როგორც დაავადებისა) შეიძლება იყოს მოკლე ლაგამი და ასოს თავის მომატებული მგრძნობელობა. ამისათვის მოწოდებულია სპეციალური მალამოები, რომელთა წასმის შემდეგ ასოს თავის შეგრძნება დროებით მნიშვნელოვნად კლებულობს. ამის ხარჯზე ხდება სქესობრივი აქტის გახანგრძლივება.
სპეციალური მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ერექციის გახანგრძლივება 3 – 13 ჯერ. მკურნალობის ეფექტი ჩნდება 1 – 2 კვირის თავზე, ხოლო შედეგის შენარჩუნება შესაძლებელია რამოდენიმე წლის განმავლობაში.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ადამიანმა თევზი კვირაში ორჯერ უნდა მიიღოს.
ონკოლოგებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ იმუნოთერაპიაზე შვეიცარიაში დიდ იმედებს ამყარებენ.
თუ მეხსიერების პრობლემები გაწუხებთ, გამოიყენეთ გინგკო ბილობა თქვენს სასარგებლოდ.
ძილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიო მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად