. გმადლობთ პასუხებისთვის. ექიმო, ჩემს მეუღლესთან დ... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

07-10-2020

გამარჯობათ. გმადლობთ პასუხებისთვის. ექიმო, ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით მაქვს კითხვა თქვენთან. სპერმის ანალიზისთვის რატომ არის საჭირო, რომ მამაკაცი არ იყოს არათუ ნასვამი, 5 დღე არ ჰქონდეს დალეული? იცით ჩემი მეუღლე დაახლოებით 3 კვირის მანძილზე სვამს ხოლმე და ერთი კვირის მანძილზე არ სვამს(ინელებს) , ასე მეორდება 2 წელიწადნახევარზე მეტია( რაც დავქორწილდით). გამონაკლისი იყო ჰეპატიტზე როცა წამლებს იღებდა,მაშინ არ სვამდა, თუმცა თითქმის 1თვეზე მეტი ვერ მოითმინა, ასევე, პანდემიის საგანგებო პერიოდში 3,5 თვე არ დაულევია (მაშინ ტრანსპორტი არ მუშაობდა) და 3 თვის წინ პირიდან სისხლი ამოუვიდა, მაშინაც თვე არ განვლო ისევ დალია. ნასვამს რომ გაიკეთებინა სპერმის ანალიზი, უფრო რეალურ სურათს არ მიიღებდა? წინასწარ გმადლობთ

პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა

პასუხი: ზოგადად, ალკოჰოლი, განსაკუთრებით ლუდი, სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება უარყოფით გავლენას ახდენს სპერმაზე და იწვევს სპერმატოზოიდების რაოდენობის და მოძრაობის მკვეთრად შემცირებას, რაც შეცდომით შესაძლოა ინტერპრეტირებულ იქნეს როგორც ოლიგოასთენოზოოსპერმია, რის გამოც ექიმმა შესაძლოა დანიშნოს მკურნალობა, მაშინ როდესაც მიზეზი არის არა რაიმე დარღევა, არამედ მავნე ჩვევები. ამიტომ რეკომენდებულია ანალიზის ჩატარებამდე ამ მავნე ჩვევებისგან თავის შეკავება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად