რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
ორსული ვარ 1 ტრიმესტრია, დასაწყისი. უტროჟესტანი თავბრუს მახვევს აბის სახით როცა ვიღებ, ამიტომ ექიმმა მითხრა დილა საღამოს ვაგინალურად გაკეთება. უკუჩვენებაში ამხელა რეაქცია, თავბრუს ხვევა, რატომ უნდა იყოს? საშიში ხომ არაა ეს მედიკამენტი ორსულის ნაყოფისა და ადამიანისთვის?
პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა პასუხი: უტროჯესტანი წარმოადგენს ნატურალურ პროგესტერონს - ჰორმონს, რომელიც გამომუშავდება ორსულობის დასაწყისში ყვითელი სხეულის მიერ, შემდეგ კი პლაცენტის მიერ (მისი ჩამოყალიბების შემდეგ, დაახლოებით 16 კვირიდან). პროგესტერონი აუცილებელია ორსულობის ნორმალური პროგრესირებისთვის და მისი შენარჩუნებისთვის და ის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ნაყოფისთვის, პირიქით - მისი დეფიციტი საფრთხეს უქმნის ორსულობის პროგრესირებას. რაც შეეხება თავბრუსხვევას, ეს არის გვერდითი რეაქცია მედიკამენტზე, რაც ძალიან ინდივიდუალურია. ამიტომ, შესაძლებელია უტროჟესატანის შეცვლა სხვა პროგესტინული პრეპარატით, რომელზეც მსგავსი რეაქცია არ გექნებათ.