, ვარ 52 წლის ქალბატონი. მაწუხებს ქრონიკული შეკრულ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
24-09-2020

-გამარჯობა, ვარ 52 წლის ქალბატონი. მაწუხებს ქრონიკული შეკრულობა და ბუასილი. რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი? ან რამე ძლიერ პრეპარატს ხომ ვერ მირჩევდით რადგამ სემადე და მსგავსი წამლები არ მოქმედებს.გმადლობთ წინასწარ!

პასუხი
-ბუასილის მკურნალობის პირველ და აუცილებელ პირობას წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოწესრიგება. აუცილებლად უნდა დაადგინოთ ყაბზობის მიზეზი და იმკურნალოთ.
ყაბზობის შემთხვევაში პირველ მიზეზად არარაციონალური კვება განიხილება. კუჭ-ნაწლავის ნორმალური მოქმედებისათვის აუცილებელია 1,5 ლ-მდე სითხის მიღება, ფეხით სიარული, ბოჭკოთი მდიდარი საკვები -ბოსტნეული, ხილი.
ბუასილის დროს კვების ზოგადი პრინციპი თუკი ყაბზობა გაწუხებთ:
აკრძალულია ცხარე საკვები, ღორის ხორცი. ყაბზობის თავიდან ასაცილებლად შეიტანეთ მენიუში მეტი ხილი და ბოსტნეული (ცოცხალი და მოხარშული სახით), კომპოტები, წვნიანები.
მიირთვით წიწიბურა, შვრია, რძემჟავა პროდუქტები, ზეთიანი სალათები, შავი პური. ნუ მიირთმევთ მაგარ ჩაის, თეთრ პურს, ნიგვზიანს, ბარდეულს.
დღის განმავლობაში მიიღეთ 1,5 ლ-2ლიტრი სითხე მაინც.
ნაწლავების პერისტალტიკის გაძლიერების მიზნით კარგია ბევრი სიარული. ყაბზობისას (შეკრულობისას) აუცილებელია პირველ ეტაპზე გამოიყენოთ საფაღარათო საშუალებებიც -ლაქტულოზას პრეპარატები, გუტალაქსი.
.დაიცვათ ჰიგიენა (თბილი წყლითა და საპნით ჩაბანვა ყოველდღე და კუჭში მოქმედების შემდეგ), .ჯდომის ხანგრძლივობა შეამცირეთ (უფრო მეტად იარეთ ან წამოწექით);
.დეფეკაციის დროს გადაჭარბებული ჭინთვები აიცილეთ თავიდან.
დამატებითი რჩევები ნახეთ ბმულზე,
https://mkurnali.ge/gastroenterologia/1004-2009-03-11-12-17-18.html
თუ რეკომენდაციების გათვალისწინება არასაკმარისი იქნა, მაშინ გირჩვეთ გასტროენტეროლოგთან ვიზიტს.

- ბუასილის კვანძის გაქრობა მედიკამენტებით ყოველთვის ვერ ხერხდება/არ არის საკმარისი, რიგ შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ჩარევა. მალამოებით, სანთლებით და დიეტით მიიღწევა მხოლოდ მდგომარეობას დროებითი შემსუბუქება.
არსებობს სპეციალური წამლები (მალამოები, სანთლები, ტაბლეტები), თუმცა კონსერვატიული მკურნალობა ანუ მკურნალობა მალამოებით და სანთლებით, მდგომარეობას დროებითი ამსუბუქებს, არ კურნავს. მკურნალობის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე.
მართალია ინდივიდუალობა და დაავადების ფორმა განსაზღვრავს შედეგს (ზოგჯერ საჭიროა სანთელი და მაზი კომბინაციაში, ან კომლექსურად ან მონაცვლეობით), მაგრამ დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ მაზის გამოყენების შემთხვევაში უფრო სწრაფად მიიღება დადებითი შედეგი (მაგ; თურმანიძის მალამო ბუასილისთვის, რელიფის მალამო, რეპარონი, აურობინი....). ამიტომ საფუძვლიანი მკურნალობისთვის პროქტოლოგს უნდა მიმართოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად