, დღეს ჩავიტარე ანალიზები და ცოტა შეშინებული ვარ. ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

commerce
24-09-2020

გამარჯობა, დღეს ჩავიტარე ანალიზები და ცოტა შეშინებული ვარ. რას ნიშნავს საკვერცხის დაქვეითება? ენდომეტრიუმის გათხელება რას შეიძლება გამოეწვია და რაზე მიგვანიშნებს? ცისტა რას ნიშნავს და საშიშია?გთხოვთ იხილოთ მეორე სურათიც და მითხრათ რას ნიშნავს ბაქტერიების სიჭარბე და ჩხირები? რას შეიძლება გამოეწვია? ლეიკოციტები ნორმის ფარგლებშია? რა გამოკვლევის გაკეთებას მირჩევდით?დიდი მადლობა

პასუხი
პასუხი: თქვენი ექოსკოპიის მიხედვით აღინიშნება საკვერცხეების დაქვეითებული ექოგენობა, მაგრამ მათში ფოლიკულების რაოდენობა და ფოლიკულების ზომა ნორმალურია. ასევე აღინიშნება ენდოემტრიუმის სისქის შემცირება, რადგან მე-11 დღისთვის სისქე უნდა იყოს 4.1 მმ-ზე მეტი,მაგრამ არც ეს ფაქტი წარმოადგენს რაიმე საშიშროებას. ყოველივე აღნიშნული შესაძლოა მიუთითებდეს ჰორმონულ დისბალანსზე, რისთვის რეკომენდებულია ჩატარდეს ჰორმონული ანალიზი მენსტრუაციის დაწყებიდან მე-4-5 დღეს: PღL< FშH, LH, E2. თუმცა  დიდი ალბათობით საშიში არაფერია. რაც შეეხება ნაცხის ანალიზს, შესაძლოა ფლორის ადგენის და გაუმჯობესების მიზნით გამოიყენოთ ადგილობრივად სანთლები. რაიმე სპეციფიკური მკურნალობა ამ ეტაპზე არ არის საჭირო. ამდენად, თქბენ გესაჭიროებათ მხოლოდ ჰორმონული ანალიზი,  ენდომეტრიუმზე დაკვრივება ექოსკოპოიურად და ამჯერად  რეკომენდებულია ციკლის 20-21-ე დღეს გაიკეთოთ სისხლში ჰორმონ პროგესტერონის განსაზღრა, რაც ასევე გამოავლენს საკვერცხეებში რაიმე პრობლემის არსებობას. ზემოთ ჩამოთვლილი ანალიზები კი შესაძლებელია ჩატარდეს მენსტრუაციის დაწყების შემდეგ. ზოგადად, სანერვიულო არაფერია და რაიმე მოუგვარებელი პრობლემა სავარაუდოდ არ გამოვლინდება.
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად