რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა. ვარ 19 წლის. სამწუხაროდ ვერ ვახერხებ გინეკოლოგთან ვიზიტს და ამიტომ გიგზავნით ნაცხის ანალიზის პასუხებს : ლეიკოციტები - 18-20 ; ეპითელი 10-12 ; გონოკოკი - უარყოფითი ; ბაქტერიები - დიდი რაოდენობით ; ტრიქომონა - უარყოფითი ; სოკო - სპორები საშუალო რაოდენობით ; გარდრენელა - უარყოფითი ; ლეპტოტრიქსი - უარყოფითი; ლორწო - საშუალო რაოდენობით. რამე სერიოზული მჭირს? მკურნალობა რით დავიწყო? გთხოვთ მიპასუხოთ :( წინასწარ დიდი მადლობა და მადლობა, რომ არსებობთ და ასე ეხმარებით ხალხს
პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა პასუხი: თქვენი ნაცხის მიხედვით აღინიშნება მსუბუქა გამოხატული ადგილობრიბი ანთებითი პროცესი, რომელსაც რაიმე სპეციფიკური მკურბალობა არ ესაჭიროება. შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ სოკოს საწინააღმდეგო და ადგილობრივი საშოს ფლორის აღმდგენი მკურნალობა.