.ჩემს ქმარს პატარაობიდანვე ქონდა ნაწლავების პრობლე... | გენეტიკა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გენეტიკა

კატეგორია - გენეტიკა

15-09-2020

გამარჯობა.ჩემს ქმარს პატარაობიდანვე ქონდა ნაწლავების პრობლემა,ასევე მის ძმას.რამდენიმე ოპერაცია აქვთ ორივეს გაკეთებული,სწორ ნაწლავზეც და ისე სხვა ადგილასაც,ნაწლავებზე.პოლიპები ქონდათ რომლებიც პერიოდულად ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ.რამდენჯერმე გაიკეთეს მოწვა და ახლა თავს კარგად გრძნობენ.ჩემმა ქმარმა ბოლოს 2011 წელს გაიკეთა ოპერაცია.მოიწვა პოლიპი.დათესეს კიდეც და საშიში არაფერიაო.ჩემი მაზლი ახლა გერმანიაშია და მან ახლახანს გაიკეთა ნაწლავზე მოწვა.ჩემს ქმარს კი ბოლო ოპერაციის მერე არაფერი გაუკეთებია და მეშინია,შეიძლება რომ რაღაც პერიოდის შემდეგ მასაც გამოაჩნდეს ისევ პოლიპები?ეს დაავადება ორივეს დედამისისგან გამოჰყვათ,იგი ონკოლოგიური ავადმყოფი იყო და 42 წლის ასაკში გარდაიცვალა.და კიდევ მაინტერესებს შვილი რომ გვეყოლოს გოგო,რამდენად მაღალი შანსია რომ მამისგან გადაედოს ეს დაავადება?გამიგია რომ დედისგან ბიჭზე გადადისო და მამიდან გოგოზეო.ახლა ჩვენ ერთი შვილი გვყავს,ბიჭი 4 წლუს და არაფერი არ სჭირს ღვთის წყალობით ჯანმრთელია და მაინტერესებს გოგო თუ შეგვეძინება ალბათობა დაავადების გადადების როგორი იქნევა? დიდი მადლობა.

პასუხი
-თქვენმა მეუღლემ აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს პროფილაქტიკური შემოწმების მიზნით. რაც შეეხება შვილს, გენეტიკური განწყობა არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გამოუვლინდება. მაგრამ სიფრთხილე და ზრდასრულ ასაკში პერიოდული შემოწმება სასურველია.
გაითვალისწინეთ:
1) ექიმთან ვიზიტი აუცილებელია შემდეგი სიმპტომების შემთხვევაში : ტკივილი მუცლის არეში; სისხლიანი განავალი; დეფეკაციის ცვლილებები, 1 კვირაზე მეტხანს
2) რეგულარული სკრინინგი აუცილებელია: ხართ 50 წლის ან მეტის; გაქვთ რისკ–ფაქტორები, როგორიცაა ოჯახური ისტორია ნაწლავის კიბოზე. ზოგიერთი პაციენტი 50 წლამდეც იწყებს სკრინინგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად