მოგესალმებით, რისი ბრალი შეიძლება იყოს 50-55 წლის ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

14-09-2020

-მოგესალმებით, რისი ბრალი შეიძლება იყოს 50-55 წლის შემდეგ პაპილომების და მეჭეჭების გაჩენა სზეულზე და დეკოლტეს მიდამოებში. ყელზე ალბათ 40-50 პაპილომა მაქვს , მგონი ყოველდღე მემატება. გთხოვთ მირჩიოთ რისგან მაქვს? ვის მივმართოთ, სად შეიძლება მოვიცილო? მადლობა დიდი წინასწარ

პასუხი
-კანის პაპილომების გაჩენა სქესობრივ ცხოვრებასთან არ არის დაკავშირებული (განსხვავებით შარდ-სასქესო გზების პაპილომა ვირუსული ინფექციებისგან), ეს არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, ყველაზე ხშირად გვხვდება კისერზე, სახეზე, იღლიის ქვეშ და სარძევე ჯირკვლების ქვეშ; ვინაიდან პაპილომების წარმოშობა ვირუსულია, ერთი ადამიანის ტანზე პაპილომები ხშირად ვრცელდება და მრავლდება.
ვირუსით ინფიცირება ხდება კანის მიკროტრავმის შემდეგ (ვირუსის შეჭრა ხდება კანსა და ლორწოვანში რის შემდეგაც იწყებენ გამრავლებას), ხოლო გამოვლენის ხელშემწყობი ფაქტორებია იმუნიტეტის დაქვეითება, გენეტიკური განწყობა, ენდოკრინული დარღვევები და სხვა.
მიმართეთ ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში დერმატოლოგს, მოშორება უმტკივნეულოა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად