რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობათ მაინტერესებს რამეს მიანიშნებს ნაცხის ანალიზში ბრტყელი ეპითელიუმის რაოდენიბა 10-12 ? რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ან რაზე მიანიშნებს? და კიდევ აქვს მნიშვნელობა რა პერიოდში გაიკეთებ ნაცხის ანალიზს? ოვოლაცის პერიოში გავიკეთე ციკლის დაწყებისან 14 დღეს , სხვა ყველაფერი წესრიგში იყო ანალიზში მხოლოდ ეს ბრტყელი ეპითელიუმი. დიდი მადლობაა წინასწარ❤️
პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა პასუხი: ბრტყელი ეპითელიუმი წარმოადგენს საშოს ეპითელიმის შემადგენელ ნაწილს და მისი გამოვლენა ნაცხის ანალიზში აბსოლუტურად ნორმალურია. ამდენად, სანერვიულო არაფერია. რაც შეეხება ციკლის დღეს, ნაცხის ანალიზისთვის ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. უბრალოდ ის არ არის ინფორმაციული მენსტრუაციის დღეებში ამდენად, ნაცხის ანალიზი კეთდება მენსტრუაციის შემდეგ ნებისმიერ დღეს.