რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა მაწუხებს სათესლე ჯირკვლების ყრუ ტკივილი მონაცვლეობით ექიმთან ვიყავი რამდენჯერმე ექოსკოპიაც გადავიღე და არანაირი პრობლემა არ იყო მხოლოდ კისტა იყო რაც ექიმის თქმით არ გამოიწვევდა ამ პრობლემას და ახლახან დავადგინე რომ მაქვს ქრონიკული ტონზილიტი რაც იწვევს სახსრების ტკივილსაც და შესაბამისად მაწუხებს სახსრებიც შეიძლება რომ ამით იყოს გამოწვეული სათესლე ჯირკვლების დისკომფორტიც? განსაკუთრებით იმატებს ტკივილი ფიზიკური დატვირთვის დროს (სახსრებისაც და ს. ჯირკვლებისაც) ექიმმაც მითხრა შეიძლება სხვა ადგილიდან გადმოსცემს ტკივილსო და სახსრების წამალი დამიწერა თუ არ ვცდები დეტრალექსი(შეიძლება მეშლება სახელი) 1 კვირა ვსვი და დიდად არ შეცვლილა სიტუაცია (ეს სანამ გავიგებდი ტონზილიტზე) თქვენთანაც რამდენჯერმე გამოვგზავნე კითხვა და მითხარით მასტურბაციის ბრალი შეიძლება იყოსო და შეამცირეო და რამდენჯერმე 1 და 2 კვირიანი შეკავება მქონდა მაგრამ არაფერი შეცვლილა
პასუხი
ექიმი უროლოგი, ანდროლოგი გიორგი ნადარეიშვილი პასუხი: ტკივილის მიზეზი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ანთებასთან, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიულ ინფექიცასთან (რომლის არსებობა უნდა ვივარაუდოთ ტონზილიტის გამო). ამდენად, ეფექტიანი ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე ტკივილი და ჩივილები უნდა ალაგდეს. ზოგადად, კისტა შეიძლება იწვევდეს ტკივილს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მისი ზომა. ძალიან მცირე ზომის ცისტა შესაძლოა არ იძლეოდეს რაიმე სიმპტომს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ვიცოდეთ უფრო დეტალური ინფორმაცია. დაბოლოს, რაც შეეხება დეტრალექსს, ის არ წარმოადეგენს სახსრების ტკივილის საწინააღმდეგო მედიკამენტს. დეტარალექსის შემადგენლობაში შემავალი ჰესპერიდინი და დისომინი მიეკუთვნებიან კაპილარების მასტაბილიზებელი მედიკამენტების ჯგუფს. ანუ ის დადებითად მოქმედებს სისხლძარღებზე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ეფექტიანია ვენური უკმარისობის დროს. ამდენად, თქვენ გესაჭიროებათ ეფექტიანი ანტიბიოტიკოთერაპიის შერჩევა.