უკვე 25 წელია მაქვს ჰერპესი, მხოლოდ გამომდის ზურგ... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
24-08-2010

- უკვე 25 წელია მაქვს ჰერპესი, მხოლოდ გამომდის ზურგზე და მუხლს ზემოთ შიდა მხარეს. მაინტერესებს, ეს როგორი ტიპის ჰერპესია და როგორ უნდა ვუმკურნალო?

პასუხი
- თუ ჰერპესული გამონაყარი გიჩნდებათ ნეკნების გაყოლებაზე, მაშინ საქმე გვქონია ჰერპეს ზოსტერთან. სამწუხაროდ, მკურნალობით ვერ ხერხდება ჰერპესის ვირუსის განადგურება ანუ მიიღწევა არა სრული გამოჯანმრთელება, არამედ დაავადების ფარულ ფორმაში გადასვლა.
ეფექტურია შინაგანი (პერორალური) მისაღები ანტივირუსული პრეპარატები. ადგილობრივად ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება არ არის ეფექტური, რადგან ვირუსი ნერვულ განგლიებშია `ჩაბუდებული~ და მის გაწოვა ვერ მოხდება. მაგრამ დაზიანებული არის დამუშავება აუცილებელია მეორადი ინფექციის თანდართვის თავიდან აცილების მიზნით, რისთვისაც საჭიროა ხშირი დაბანა, ანტისეპტიკური ხსნარებით დამუშავება (ფიზიოლოგიური ხსნარით, უფერო კასტელანით და ა.შ) და ექიმის მიერ ისეთი საფენების დანიშვნა, რომლებიც წყლულების გაშრობას და სწრაფ ეპითელიზაციას (შეხორცებას) შეუწყობს ხელს.
ჰერპეს ვირუსის არსებობის შემთხვევაში პროფილაქტიკა უნდა იყოს მიმართული გამწვავებების შეფერხებისკენ. ფარულ პერიოდში ნებისმიერი თანხვედრილი ინფექცია, იქნება ეს ფილტვების ანთება, გაციება, გრიპი თუ სხვა, ყოველთვის ააქტიურებს ჰერპესის ვირუსს. ამიტომ უნდა იქნას თავიდან აცილებული ეს რისკ ფაქტორები. ლატენტურ პერიოდში მყოფ ვირუსს უნდა შეუქმნათ ისეთი პირობები, რომ არ მოხდეს მათი გააქტიურება, ამ პირობებში ვგულისხმობ სრულფასოვან კვებას, სუფთა ჰაერზე დიდხან ყოფნას, დადებით ემოციებს და სხვა.


კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად