. მოკლედ ბოლო იმედი თქვენ დამრჩით. ვარ ძალიან მძიმ... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

commerce
11-08-2020

გამარჯობათ. მოკლედ ბოლო იმედი თქვენ დამრჩით. ვარ ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ამ პრობლემის გამო. ამ წლის იანვარში გავცივდი და დამრჩა ყელის პრობლემები. გლანდების ოპერაცია მაქვს გაკეთებული 15 წლის უკან, ბავშვობაში. ახლა ვარ 31 წლის. ექიმმა მითხრა რომ მაქვს ნაწიბურები (ოპერაციის შემდგომ დატოვებულ) და მაქვს ქრონიკული ტონზილიტი. ვიმკურნალე უშედეგოდ. თან მაქვს დაბალი ტემპერატურები იანვრის შემდგომ პერიოდულად 37.3 მდე. ანალიზში ამომივიდა ებშტენ ბარის ვირუსი. მაინტერესებს რამდენად საშიშია და თუ ექვემდებარება მკურნალობას. ექიმმა მითხრა ამ ნაწიბურების ამოკვეთა და რამდენად შეიძლება ამ ვირუსის დროს , ან საერთოდ თუ შეიძლება ამოკვეთა. და ოპერაციის გარეშე თუ დაექვემდებარება მკურნალობას. ვარ ძალიან შეშინებული. მხოლოდ ცუდზე ვფიქრობ. დამეწყო დეპრესია და ვარ სულ დაწოლილი და ვტირი. იქნებ მირჩიოთ რაიმე. ყელი მაწუხებს განსაკუთრებით მარცხენა მხარეს, მაქვს ნაწიბური , ნუშურა შეშუპებული და ზოგჯერ წითლდება. განსაკუთრებით მაწუხებს ტემპერატურები.

პასუხი
- რაიმე საგანგაშო იმაში, რომ გადაიტანეთ ებშტეინ-ბარის ვირუსით გამოწვეული ინფექცია, არაფერია, ამ ვირუსს ახასიათებს ხანგრძლივი კლინიკა (თვეების განმავლობაში), ასეთი დაბალი ტემპერატურაც შეიძლება იყოს დაკავშირებული სწორედ ამ ინფექციასთან, არც ის არის საშიში, თკი ნამდვილად გაქვთ ნაწიბური ტონზილექტომიის შემდეგ, თუკი 15 წლის განმავლობაში არ შეუწუხებიხართ მას, ახლა ყელის არეში დისკომფორტი სავარაუდოდ ხახა-სასის არეში არსებულ კატარს ან ნევროგენულ სპაზმს უკავშირდება და არა ამ ნაწიბურს. ჩვენი რჩევა იქნება, გაიკეთოთ ყელიდან აღებული ნაცხის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, და ამ ანალიზით მიმართოთ გამოცდილ ოტოლარინგოლოგს, ასევე სასურველია კონსულტაცია ნევროლოგთან. რაც შეეხება ანალიზებს, ვირუსის ანალიზში ჩანს, რომ თქვენ უკვე გადაიტანეთ ინფექცია და გაქვთ იმუნიტეტი, სისხლის ანალიზის გამეორებას გირჩევთ სხვა  ლაბორატორიაში, უნდა დაზუსტდეს, გრაფაში ჩანაწერი სავარაუდოდ შეცდომით არის გაკეთებული - ალბათ ლიმფოციტი გაქვთ 42 და არა პრომიელოციტი, რადგან სხვა მხრივ ანალიზის ყველა პასუხი ნორმის ფარგლებშია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად