, ვარ 20 წლის გოგო. ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე დამ... | კარდიოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია

კატეგორია - კარდიოლოგია

commerce
10-08-2020

გამარჯობა, ვარ 20 წლის გოგო. ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე დამემართა მსგავსი შემთხვევა, ზოგადად მაწუხებს ექსტრასისტოლები ერთეული, ნერვიზულ ფონზე. დღეს უეცრად თითქოს გულმა სულ სხვანაირად დაიწყო ფეთქვა. ჯერ დაარტყა, გაჩერდა, მერე კიდე ძლიერად დაარტყა გაჩერდა და ძალიან დიდ პანიკებში ჩავვარდი. მალევე გადამიარა, მაგრმ შიში მაქვს რომ იგივე განმეორდება. ადრეც დაგისვით ამაზე შეკითხვა და ეს მოციმციმე არითმია არ იქნებაო ექსტრასისტოლები იქნებაო. თან გითხარით რომ ეხოსკოპია მაქვს გადაღებული გულზე და კარდიოგრამაც. იმის შემდეგ განმეორებით გადავიღე კარდიოგრამაც ეხოც, უბრალოდ მცირე პროლაფსია სხვა არაფერი. მაგრამ ამ ფაქტმა იმდენად შემაშინა დღეს. თითქოს არარეგულარულად ცემდა ჯერ ძლიერად დაარტყა რამდენჯერმე, მერე თითქოს საერთოდ გაჩერდა. ანუ კი ჰგავდა ექსტრასისტოლებს, ჩავარდნის შეგრძნება მქონდა და გულის ძლიერად დარტყმის. მანამდე შევიგრძენი ერთხელ გულის ჩავარდნა, შემეშინდა და თითქოს შიშზე უჰაერობა დამემართა, და შემდეგ ერთ 5 წუთში მიყოლებით შევიგრძენი, შიშზე ისევ დამემართა უჰაერობა.ექსტრასისტოლებს გავდა ჩემი აზრით. ადრე მითხარით თუ კარდიოგრამაზე და ეხოზე გულია დაავადება გამოირიცხა მაშინ მოციმციმე არითმია არ იქნებაო და ამ ფაქტის მერე კარგა ხანი გავუდა. დღეს ისევ განმეორდა ძალიან შემეშინდა. ისე იშვიათად მემართება და ისე მცირე ხანს რომ ამას ალბათ ვერცერთი ექიმი ვერ დააფიქსირებს. საშიშია ეს მდგომარეობა? ახლაც უჰაერობა მაქვს, მგონია რომ მოვკვდები, ყველაზე მეტად მეშინია რომ იგივე საშინელი შეგრძნება განმეორდება. მიყოლებით ეს ექსტრასიატოლები შეიძლება ყოფილიყო? ანუ ვგრძნობდი ძლიერ დარტყმებს და გულის გაჩერების შეგრძნებებს. მალევე გადამიარა. რა გავაკეთო მირჩიეთ. მაშინ მითხარით მსუბუქი დამამშვიდებელი დალიეთო, დავლიე, ეხლა იგივე რომ გავიმეორო შეიძლება? მოციმციმე არითმია ხომ არ იქნება?

პასუხი
- მოციმციმე არითმია კარდიოგრამაზე რომ არ ჩანდეს, ეს შეუძლებელია, თქვენი მონათხრობის მიხედვით ეს შეგრეძნებები უკვაშირდება ექსტრასისტოლიებს, რომლებიც ემოციურ ფონზე გაქვთ, ამ ექსტრასისტოლების დანახვა შესაძლებელია ჰოლტერის კარდიოგრაფიულ კვლევაზე, კიდევ ერთხელ მიმართეთ კარდიოლოგს ამ კვლევის ჩასატარებლად. მსუბუქი დამამშვიდებლის გამეორება შეგიძლიათ, ასევე კარგი იქნება, მიმართოთ ნევროლოგსაც კონსულტაციისთვის.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად