.ვგეგმავ ორსულობას და დავდივარ გინეკოლოგთან.ციკლი ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

commerce
04-08-2020

გამარჯობა.ვგეგმავ ორსულობას და დავდივარ გინეკოლოგთან.ციკლი მქონდა არეული და ვსვავდი ერთი თვე პროფერტილს და რეგულონს.2 თვეა მოწესრიგდა ციკლი.დღეს ვიყავი ვიზიტზე და მითხრა რომ კისტა მქონდა და გაიწოვა.ეგ იწვევდა განაყოფიერება რომ არ ხდებოდაო და ისევ ერთი თვე დამინიშნა რეგულონი.(საკვერცხეების დასვენების მიზნით).პროლაქტინი,TSH და FSH ნორმაში მაქვს.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად სწორადაა შერჩეული მკურნალობა.კისტა თუ იწვევს უშვილობას?

პასუხი
პასუხი: ზოგადად, ცისტა ვითარდება ჰორმონული დისფუნქციის და ანოვულაციის (ფოლიკულის არგასკდომის) გამო. ეს კი ხდება ხელის შემშლელი ფაქტორი დაორსულებისთვის. ასეთ შემთხვევებში პირველი რიგის თერაპიაა კომბინირებული კონტრაცეპტივები (რომელთაგან ერთ-ერთია რეგულონი). ამდენად, შეგიძლიათ გააგრძელოთ დანიშნულება. თუმცა ზოგადად, დაორსულებასთან მიმართებაში გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი: ასაკი, რა პერიოდი ცდილობთ დაორსულებას, ჰორმონული ანალიზი სრულად (რაც გაკეთებული გაქვთ, მაგრამ შესაძლოს საჭიროა იყოს დამატებითი კვლევები), საშვილოსნოს მილების გამტარიანობა და რაღა თქმა უნდა სქესობრივი პარტნიორის სპერმის ანალიზი. ყოველივე აღნიშნულის შემდეგ შესაძლებელია გავაკეთოთ საბოლოო დასკვნები.

ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა


გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად