გამრჯობა. ბავშვობიდან მიკანკალებს ხელები, თუ ავნერ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

01-08-2020

-გამრჯობა. ბავშვობიდან მიკანკალებს ხელები, თუ ავნერვიულდები უარესად. ასევე ახალი წლის მერე დიდი ნერვიულობა გადავიტანე და შევამჩნიე რომ ქვედა ტუჩი მქონდა დაბუჟებული და მიმეორდებოდა სემდგომი ნერვიულობისას. ამ ყველაფრის მერ. გავიდა რამდენიმე თვე და ვატყობ რომ ანდახან თავის კანკალი მიტყდება, განსაკუთრებით თუ ვნერვიულობ რამეზე და აშკარად შესამჩნევია, მაქვს მეხსოვრობის პრობლემა, რასაც ორ მშობიარობას და ნარკოზს ვუკავშირებ. ვიცი რომ ნევროპათოლოგთან ვარ წასასვლელი და თავზეც ხომ არ გადავიღო? დაახლოებით რა ჯდება კონსულტაცია, თვზე გადაღება? ან რისი ნიშნები შეიძლება იყოს? 28 წლის ვარ.

პასუხი
-შესაძლოა მიზეზი არის ე.წ. ესენციური ანუ კეთილთვისებიანი ოჯახური ტრემორი პათოლოგიური ტრემორის ყველაზე გავრცელებული ფორმაა.
ის იშვიათად შეინიშნება, როდესაც ხელები უმოძრაოდაა და მაშინ ხდება შესამჩნევი, როცა ადამიანი ამა თუ იმ მოქმედების შესრულებას ცდილობს -წერას, ხელის ნივთთან მიტანას, ჭიქით წყლის დალევას, თასმების შეკვრას...ტრემორის ეს ფორმა ძლიერდება ემოციური სტრესის, დაღლილობის, მაღალი ტემპერატურის დროს, კოფეინის მიღების შემდეგ.
ტრემორი, მართალია საშიში არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება მოხდეს მისი პროგრესირება.
ესენციური ტრემორი, როცა ის სუსტად არის გამოხატული, მკურნალობას არ მოითხოვს. თუ ტრემორი მძიმეა ან პაციენტს მუშაობასა და ყოველდღიურ საქმიანობაში ხელს უშლის, დღის წესრიგში მედიკამენტური თერაპიის საკითხი დგება.
არის სხვა ტიპის ტრემორებიც. რა ტიპის ტრემორი გაქვთ ეს უნდა შეაფასოს ნევროპათოლოგმა სადიაგნოსტიკო ტესტების ჩატარების გამოყენებით. 
აქედან გამომდინარე, საჭიროებთ ნევროპათოლოგის კონსულტაციას.
დამოუკიდებლად კვლევებს ნუ დაიწყებთ, ფინანსურ საკითხებზე ინფორმაციას ჩვენ ვერ მოგაწვდით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად