- იმ შემთხვევაში , როდესაც ბავშვი იმყოფება ხელოვნურ კვებაზე, 4–6 თვემდე უნდა ღებულობდეს მხოლოდ რძის შემცველ ხელოვნურ ნარევს. 4–6 თვიდან ბავშვი უნდა გადავიდეს დამატებით კვებაზე სწორი წესის დაცვით \სასურველია ექიმთან შეთანხმებით დამატებას ვიწყებთ ბურღულეულის ფაფით და ბოსტნეულის პიურეებით, შემდეგ კვერცხი, რძის პროდუქტი, ხორცი და ა.შ. გასათვალისწინებელია ბავშვის განვითარების მონაცემები, მაგ. სხეულის მასის მატება, სიგრძე და სხვა ასევე ბავშვის ზოგადი მდგომარეობა ხომ არ არის ალერგიული ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ ასევე აუცილებელია ბავშვს ყოველი ახალი პროდუქტი მიეწოდოს მცირე დოზით5–10გრ, 1–2 ჩაის კოვზი და თანდათან გაიზარდოს ასევე ახალი დამატებითი საკვები ბავშვს უნდა მიეცეს პირველი ახალი საკვების მიცემიდან მხოლოდ 2–3 დღის შემდეგ, როდესაც დავრწმუნდებით, რომ ბავშვმა საკვები კარგად აიტანა და არა აქვს მის მიმართ ალერგიული რეაქცია. ზოგადად 4-5 თვის ასაკის ბავშვის საკვების დღე-ღამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 ლიტრს, შეიძლება დაახლებით 800მლ.
თქვენს შემთხვევაში საყურადღებოა, ხომ არ არის ბავშვი ალერგიული ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ, საკვებისმიერი ალერგია, როგორია მისი ზოგადი მდგომარეობა, რამდენად სწორად ხდება თვეების მიხედვით მისი ფიზიკური და მენტალური განვითარება მასის მატება, სიგრძეში მატება და ა.შ. ასევე დამატებითი კვების მიღებამდე როგორ იკვებებდა, ზოგადად ბურღულეულის ფაფით დამატებითი კვების დაწყება სასურველია, მაგრამ სჯობს დაკონკრეტებული იყოს თუ ურძეო ფაფით იკვებება, რომელ რძეში ხსნით. გირჩევთ კონსულტაციას ნუტრიციოლგთან.