- პოდაგრას სხვანაირი გამოვლინება აქვს. პოდაგრა ანუ პოდაგრული ართრიტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მიეკუთვნება ე.წ. ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეულ დაავადებებს. ადგილი აქვს შარდმჟავას ცვლის მოშლას, რის გამო, მისი შემცველობა სისხლში მატულობს და ის ლაგდება ქსოვილებში, ძვლებში, სახსრებში. პოდაგრა უპირატესობას კიდურების წვრილ სახსრებს ანიჭებს. ნადებებისგან ფორმიდება ე.წ. პოდაგრილი კვანძები (ე.წ. ტოფუსები). პოდაგრის დროს ავადმყოფი უჩივის მწვავე, ინტენსიურ ტკივილს სახსრებში, სახსრები შეწითლებული, შეშუპებული და ცხელია. ყოველგვარ მოძრაობას თან სდევს დამახასიათებელი ხრაშუნი და შეტევა. უპირატესად ღამის საათებში ვითარდება.
თქვენი პრობლემა, როგორც ჩანს, მართლაც ბრტყელტერფიანობაა. თქვენ უნდა მიმართოთ ორთოპედს, რომელიც დაგინიშნავთ მკურნალობას. დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელის სწორად შერჩევას., რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ტერფის ნორმალურად ყრდნობა, როგორც დგომის, ასევე მოძრაობის დროს. მოძრაობისა და დგომის დროს ტერფი განიცდის ყველაზე მეტ ზეწოლას და ხდება მისი გასწვრივი თაღის სიმაღლის შემცირება 1,3 სმ-ით და ტერფი მატულობს როგორც სიგრძეში, ასევე სიგანეში. ტერფის ნორმალური ფუნქცია დამოკიდებულია ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლეზე, როლის მეშვეობით იქმნება კუნთის მუშაობისთვის ხელსაყრელი პირობები. ქუსლის სიმაღლე ტერფის სიგრძის 1/4-ს უნდა შეადგენდეს, რაც დაახლოებით 2-3 სანტიმეტრია.
დიდი მნიშვნელობა აქვს სუპინატორების გამოყენებას ბრტყელტერფიანიობის მკურნალობის მიზნით. ისინი აუცილებლად ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. მათი დახმარებით ხდება ტერფის ამაღლება, მტკივნეული უბნების ზეწოლისაგან განთავისუფლება, სიარულის გაუმჯობესება, დეფორმაციის პროგრესირების პროფილაქტიკა.
დიდი მნიშვნელობა აქვს სამკურნალო ფიზკულტურის კომპლექსს. სპეციალური ვარჯიშებით შესაძლებელია ტერფების კუნთოვანი აპარატის გამაგრება. ვარჯიში ტარდება ნელ ტემპში, დაზოგვით, სუნთქვის რითმის დაცვით და შიშველი ტერფით. თავდაპირველად ვარჯიში ტარდება მწოლიარე და შემდეგ მჯდომარე მდგომარეობაში;
მჯდოარე მდგომარეობაში ვარჯიშის შესრულების დროს უნდა იჯდეთ მაღალ სკამზე, ისე რომ ფეხის ტერფები კარგად გედოთ იატაკზე, მუხლები და მენჯ-ბარძაყი კი 90-ით იყოს მოხრილი. ფეხებქვეშ ფარდაგი უნდა გედოთ.
საწყისი მდგომარეობა: ზიხართ სკამზე (ხერხემალში სწორად უნდა გეჭიროთ), ფეხები ოდნავ განზე გაქვთ გაწეული, ფეხისგულები მთლიანად ეხება იატაკს.
1.ტერფები მოხარეთ და გაშალეთ.
2.მოხარეთ და გაშალეთ ფეხის თითები.
3.ტერფებით დაიჭირეთ ბურთი, აწიეთ ის და დააბრუნეთ საწყის მდგომარეობაში.
4.ტერფებით გააგორ-გამოაგორეთ საგორავი (ცომის გასბრტყელებელი) ჯოხი.
5.ფეხის თითების ქვეშ ამოიდეY პირსახოცი, მისი ბოლოები დაიჭირეთ ხელში და მოქაჩეთ.
6.იარეთ ფეხის წვერებზე.
გარდა ამისა არ შეიძლება ვიწრო ფეხსაცმლის ტარება, ბევრი სირბილი, დიდხანს ფეხზე დგომა. ფეხები ხშირად უნდა დაასვენოთ, რეგულარულად აკეთოთ ტერფების ვარჯიში, მასაჟი, აბაზანები.