! ვარ 22 წლის ბიჭი, კაი ხანია ბავშვობიდან მოყოლებუ... | ფსიქონევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქონევროლოგია

კატეგორია - ფსიქონევროლოგია

25-07-2020

გამარჯობა! ვარ 22 წლის ბიჭი, კაი ხანია ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან ემოციური ვარ, ხშირად უცნაური განცდები მეუფლება,მაგალითად სკოლის პერიოდში დილით სკოლაში წასვლის წინ ვღელავდი,საჭმელსაც ვერ ვჭამდი და უჭმელი მივდიოდი სკოლაში, თითქოს გულზე სიმძიმე მეწვა და დაძაბულიც ვიყავი, მაგრამ მერე უკვე რომ დაიწყებოდა გაკვეთილები მერე ცოტა ვმშვიდდებოდი, და ბოლოს რომ მთავრდებოდა საერთოდ ვმშვიდდებოდი სახლში რომ ვბრუნდებოდი საერთოდ აღარ ვღელავდი, გულიც მისვენდებოდა და მადაზეც მოვდიოდი, ახლაც თითქოს ისევ მაქვს მსგავსი ნიშნები, უნივერსიტეტში წასვლის წინ ისევ ვღელავ,ფაქტიურად ისევ ისე ვარ როგორც ავღნიშნე, და ლექციები რომ მიმთავრდება ვმშვიდდები. ასევე ხანდახან ვიბნევი და გონება მეფანტება, თან თუ დროში ვარ შეზღუდული მაგალითად რაღაც დავალების შესასრულებლად ან სწრაფი პასუხის გასაცემად. აბიტურიენტი რომ ვიყავი ვემზადებოდი უნარებში და მათემატიკურ ნაწილში, მასწავლებელი რომ დამისვავდა კითხვას და თუ შეცდომით გავცემდი პასუხს ცოტა მაღალი ტონით თუ მეტყოდა რამეს უარესად ვიბნეოდი და ცივი ოფლი მასხავდა. ამ ყველაფრის შედეგად გავხდი თითქოს პესიმისტი, საკუთარი თავის დაბალი შეფასება მაქვს, ხშირად ვარ საკუთარი თავით უკმაყოფილო, არვარ საკუთარ თავში დარწმუნებული რომ რამეს გავაკეთებ, არ ვიცი ეს ყველაფერი რისი ბრალია და საიდან მომდიანრეობს. ერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ, ფიზიკური აქტივობით არ ვარ მაინც და მაინც დაკავებული, არ ვეწევი, ხანდახან ალკოჰოლს ვსვავ ოღონდ ხშირად არა, მე მგონია რომ ცოტა მეტი კილოგრამები მაქვს, 82 კილო ვარ, კუნთები არ მაქვს, მუცელი მაქვს და ესეც მაკოპლექსებს, ტანზე თამამად ვერ ვიხდი, რაც ხელს მიშლის გოგოებთან კონტაქტში, პლიუს ტანისამოსსაც ვერ ვახდუნებ ჩემს თავს და ეს ყველაფერი მოქმედებს ჩემს ნერვებზე, არვიცი ვარჯიში რომ დავიწყო და კარგ ფორმაში რომ მოვიდე და კარგი ფიგურა დავიყენო მოკიხსნის ამ პრობლემებს, ანუ ამ დაძაბულობას, თვით შეფასებას თუ ამიმაღლებს და უფრო თავდაჯერებული გავხდები, არვიცი ამ ზედმეტი კილოგრამების ბრალია ეს ყველაფერი თუ ფსიქიკურადაც ვარ არასტაბილური, იქნებ მირჩიოთ როგორ აღმოვფხრა ზემოთ აღნიშნული მთელი ჩემი პრობლემები,ყველაზე მეტად ემოციურობა და უცნაური განცდები მაწუხებს.

პასუხი
- თქვენ გესაჭიროებათ ფსიქთერაპევტის ან ფსიქონევროლოგის დახმარება, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგინიშნავთ სეანსებს და/ან მედიკამენტებს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად