ვარ 25 წლის, ფეხის ტერფებზე გამიჩნდა ძვლოვანი წამ... | ორთოპედია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორთოპედია

კატეგორია - ორთოპედია

23-08-2010

- ვარ 25 წლის, ფეხის ტერფებზე გამიჩნდა ძვლოვანი წამონაზარდები, ცერა თითის სახსართან, ფეხსაცმელი მტკენს და მიღიზიანდება და ძალიან მიჭირს სიარული. გთხოვთ მიპასუხოთ, თუ არის რამე საშუალება მათ მოსაცილებლად? ტკივილთან ერთად კომპლექსიც მაქვს.

პასუხი
- ფეხის დიდ თითზე ძვლოვანი წანაზარდის გაჩენის მიზეზს წარმოადგენს წონასწორობის დარღვევა ქუსლსა და ფეხის პირველსა და მეხუთე თითების ძვლებს შორის. ამ დროს ძირითადი დატვირთვა გადადის ფეხის დიდ თითზე. ძვლის დეფორმაცია აღენიშნებათ მათ, ვისაც გვარში ასეთი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ შეიძლება ეს მდგომარეობა გაღრმავდეს ვიწროცხვირიანი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმილის ტარებით.

უნდა ჩაიცვათ მოხერხებული და რბილი ფეხსაცმელი. ეფექტურია მასაჟი, ფიზიოთერაპია და ვარჯიშები. მაგალითად ასეთი:

>ფეხის ტერფის ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს ტრიალი;

>წვივ-ტერფის სახსარში ფეხის მოხრა-გაშლა;

>ტერფის შიგნით მოზიდვა და გარეთ განზიდვა;

>ფეხის თითების მოხრა-გაშლა;

>ფეხის დიდი თითით დაიჭირეთ ნაჭერი ან ფანქარი, აწიეთ ის და დადეთ იატაკზე;

>ფეხების დიდ თითებზე ჩამოიცვით დიდი რეზინა და გაჭიმეთ იგი ყველა მხარეს.

შეიძლება წანაზარდის გაჩენა განპირობებული იყოს ბრტყელტერფიანობით, მაშინ აუცილებელია სპეციალური სუპინატორის ტარება.

თუ პროცესი ძალიან შორსაა წასული და ავადმყოფს ტკივილებიც აწუხებს, მაშინ მიმართავენ ოპერაციულ ჩარევას.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად