რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, ვარ 18 წლის. სექსუალური ცხოვრება ახალად დავიწყე და შესაბამისად სექსუალური აქტიც რამოდენიმეჯერ მქონია (დაცული!) ამ ბოლო ხანს გამიხშირდა თეთრი ფერის გამონადენი. გამონადენი ხან ხაჭოსებრია ხან ცოტატი ლორწოვანი... რომელიც გარკვეული დროის შემდგომ იღებს ოდნავ მოყვითალო ფერს. ვხმარობ ყოველდღიურ საფენებს რადგან ეს გამონადენი მიქმნის დისკომფორტს. მაინტერესებს რაიმე დაავადების ნიშანი ხომ არ არის? ან აუცილებელია თუ არა გინეკოლოგის ვიზიტი... ვინაიდან გამონადენი მიხშირდება მხოლოდ მენსტრუაციის დაწყებამდე, დაახლოებით 1 - 2 კვირით ადრე. მენსტრუაციის დასრულებისას (მაქვს მთლიანად 6 დღე) გამონადენი მაქვს ძალიან მცირე რაოდენობით. გთხოვთ მირჩიოთ რაიმე. მადლობა წინასწარ.
პასუხი
-საშოდან გამონადენი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური და პათლოგიური. მოწიფული ქალის საშოდან გამონადენის ოდენობა დამოკიდებულია ჰორმონულ ფონსა და მენსტრუაციული ციკლის ფაზაზე. ციკლის შუაში გამოიყოფა ჭარბი და წევადი ლორწოვანი გამონადენი, რომელიც კვერცხის ცილას მოგვაგონებს. ამის მიზეზია ესტროგენების მაქსიმალური პროდუქცია, რაც ოვულაციაზე მიუთითებს. მეორე ფაზაში გამონადენი იღებს მოთეთრო ელფერს, კრემისებრ კონსისტენციას, მომჟავო სუნს. მენსტრუალური ციკლის შემდეგ გამონადენის რაოდენობა მინიმალურია. გამონადენი პათოლოგიური ხასიათისაა როცა ის არის სუნიანი, იცვლის ფერს და ხდება: მომწვანო-მოყვითალო, მონაცრისფრო-ჭუჭყიანი, ქაფიანი, ხაჭოსებრი და ა.შ. ასეთ შემთხვევაში მიზეზის დასადგენად გინეკოლოგთან ვიზიტია აუცილებელი. რაც შეეხება ყოველდღიურ ჰიგიენურ საფენებს, საჭიროა იცოდეთ სწორი მოხმარება, ყოველდღიური საფენები ოთხ საათში ერთხელ მაინც გამოიცვალეთ. რაც უფრო მეტხანს დარჩება საფენი საშოს მიდამოში, მით უფრო მეტია მავნე ბაქტერიების გამრავლების საფრთხე. თუ ალერგიული ბრძანდებით, არომატიზატორებიან საფენებს ნუ შეიძენთ. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ თეთრეული ბამბის ან სელის უნდა იყოს. ნატურალური ქსოვილი იწოვს სისველეს, კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს და არ ქმნის ხელსაყრელ გარემოს ბაქტერიების გამრავლებისთვის.