რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობა, რამდენად მისაღებია მენსტრუაციის დროს ვარჯიში? არ მაქვს არანაირი ტკივილი, ზოგადად ძალიან იშვიათია რომ ციკლის დროს მუცელი ან წელი მტკიოდეს, თუ მტკივა ისიც ძალიან ყრუდ, ხშირ შემთხვევაში არანაირ დისკომფორტს არ ვგრძნობ. გამონადენიც არ მაქვს ისეთი ჭარბი, რომ ვარჯიშში ხელი შემიშალოს. ვარ 19 წლის.
პასუხი
-მენსტრუაციის დღეებში თავი უნდა შეიკავოთ ფიზიკური დატვირთვისგან პირველი ორი დღე მაინც, ხანგრძლივი სიარულისგან, სირბილისგან, მუცლის პრესის ვარჯიშისგან , ველოსიპედზე და ცხენზე ჯდომისგან, ზღვაში ან აუზებში ბანაობისგან. შემდეგ დღეებში მსუბუქი ვარჯიში დასაშვებია, თუმცა თუ დენა გაძლიერდება, ვარჯიში უნდა შეწყვიტოთ.