. ჩემს 10 წლის გოგოს თავზე –ზემოთ აქვს კოპივით, თვ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

03-07-2020

-გამარჯობა. ჩემს 10 წლის გოგოს თავზე –ზემოთ აქვს კოპივით, თვითონ აღმოაჩინა რამდენიმე წლის წინ, არ ეტყობა საერთოდ, არც დავარცხნისას სტკივა და არც სე აწუხებს, უბრალოდ კოპივით აქვს შიგნიდან, და ამას ხელის მოსმით იგრძნობ. ამას წინათ ხელით ოდნავ დაწოლით თითქოს უსიამოვნო შეგრძნება ქონდა და გაგვაშვებინა ხელი.. რა შეიძლება იყოს? და რომელ ექიმს უნდა მივმართოთ? რენტგენის გადაღებით გამოჩნდება?და კიდევ მაინტერესებს ერთი რამ, როცა სძნავს, ძილში ამთქნარებს და რისგან გამოწევყლი შეიძლება იყოს ძილში მთქნარება? წრიალს იწყებს და მერე მთქნარებას, არა და სძნავს ამ დროს. 5 წლისას ამოვჭერით გლდანდები და ადენოიდები, მაგრამ მას მერე გაიზარდა ისევ მგონი, იმიტომ რომ პირღია სძნავს ისევ, მაგის გამო ამოვჭერით, პედიატრმა გვირჩია, რომ ამოჭრის მერე პირღია არ იქნებაო, ოპერაციიდან ერთი–ორი წლის მერე ისევ დაიწყო პირღია ძილი, დავუხურავ ნიკაპს ავუწევ და ჩვეულებრივ სუნთქავს ცხვირით, მიჩვევაა? და ამიტომ აღებს პირს? ან რით შეიძლება ეს პრობლემა აღმოვხვრა? მე მგონია რომ ისევ ადეოიდების ბრალია...და რაც დამავიწყდა მეთქვა წინა განცხადებაში: დეფორმირებული აქვს სახე, ამას მხოლოდ მე ვატყობ დედა.. ანუ ცალი თვალი და წარბი ოდნავ დაბლა აქვს და არ აქვს ერთ ხერძზე... ასიმენტრიულია. და მახსენდება ჩემი პედიატრის სიტყვები, მაშნ ბავში 5 წლის იყო და მეუბნებოდა, დროულად ამოუჭერი გლდანდები, პირღია ეძნა სულ.. თორემ სახის დეფორმაცია შეეცვლებაო და მიკვირდა მეთქი როგორთქო და ახლა ფაქტი სახეზეა...და მეშინია რაც უფრო გაიზრდება ბავში, მით მეტად არ დაეტყოს ეს დეფორმირება, ასიმეტრიულობა... ჯერ–ჯერობით ამას მე ვამჩნევ და ჩემს მეუღლესაც დავანახე და აღიარა რომ მართლა ასე აქვს და არ მეჩვენება.. თუ ფოტოს გადაღებისას იმ მხარეს გადახარა თავი, სადაც თვალი და წარბი დაბლა აქვს, იქ ძალიან ეტყობა გმადლობთ წინასწარ

პასუხი
-თავზე წარმონაქმნი შეიძლება იყოს ლიპომა, ცხიმგროვა, რომელიც არის კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც არ არის მიდრეკილი გადაგვარებისაკენ, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება მისი ოპერაციული გზით მოშორება. ასეთი შემთხვევებია:
- მტკივნეული ლიპომა;
- ლიპომა, რომელიც ზომაში მატულობს;
- ლიპომის ისეთი მდებარეობა, როცა ფუნქციური დარღვევები ვითარდება (თუ ლიპომა აწვება მნიშვნელოვან ორგანოს);
- კოსმეტიკური დეფექტი;
სხვა შემთხვევაში შეიძლება ოპერაცია არ გაკეთდეს, მაგრამ საჭიროა დაკვირვება, რომ ლიპომამ არ დაიწყოს ზრდა.
დიგნოზის დასაზუსტებლად მიმართეთ კანისა და რბილი ქსოვილების სპეციალისტს.
ძილში სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემის შესაფასებლად კი ოტო-რინო-ლარინგოლოგთან ვიზიტია საჭირო. სახის ასიმეტრიის მიზეზს შეფასებს ყბა-სახის ქირურგი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად