რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გენიტალური ჰერპესი ტვინს აზიანებს?თავის ტვინის სიმსივნეზე ვმკურნლობ და რამე შეხება თუ ექნება მაათამ ან შეუძლია გამოიწვიოს ენცოფალიტი? იგივე ტვინის ანთება, გენიტალურმა ჰერპესმა.და რისი თქმა მინდა ანუ გუ გენიტური ბერპესი გაქვს ცოლს ვეღარ მოიყვან და ვერც დააფეხძიმებ რასგან მათზეც გადავა ხო
პასუხი
პასუხობს კანისა და ვენერულ სნეულებათა სამცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრის ვირუსული ინფექციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის სწავლული მდივანი ვახტანგ კვირკველია
-მეორე ტიპის ჰერპეს ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ენცეფალიტი. ეს ხდება ძირითადათ ახალშობილებში და იმუნოკომპრომისულ ადამიანებში თანაც იმ დროს , როდესაც ვირუსი ხვდება ჯანმრთელ ორგანიზმში - ანუ ინფიცირების პირველი ეპიზოდი. უკვე ინფიცირებულ ადამიანს აქვს გამომუშავებული სპეციფიური ანტისხეულები და ენცეფალიტის განვითარების შანსი მინიმალურია. ოჯახის შექმნა რა თქმა უნდა შეიძლება. მეუღლეს დიდი ალბათობით ვირუსი გადაედება, მაგრამ ეს ორსულობას საფრთხეს არ უქმნის. საყურადღებოა მშობიარობა, თუმც ექიმებმა ამის მართვა იციან. თუ მშობიარობისას ქალს განუვითარდა გენიტალიუმის არეში ჰერპესული გამონაარი, მაშინ კეთდება საკეისრო კვეთა , რათა დავიცვათ ახალშობილი ინფექციისგან.