, მინდა ჩემს პრობლემაზე მოგიყვეთ და სულ თავიდან და... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

02-07-2020

გამარჯობა, მინდა ჩემს პრობლემაზე მოგიყვეთ და სულ თავიდან დავიწყებ.მე და ჩემმა მეგობარმა ერთმანეთი პირველ კლასში გავიცანით ის ჩემზე ერთი წლით დიდია, მე ყოველთვის კარგი მოსწავლე ვიყავი ის არა, ჩემგან იწერდა და თითქუს ჩემი ათების შურდა, ერთხელ როდესაც ათიანი მივიღე მან კი დაბალი ნიშანი(მაშინ პატარები ვიყავით) მითხრა რომ ალბათ დედაშენი მასწავლებელს რაღაცეებს ჩუქნის და მაგიტომ გიწერენ ათებსო, შემდეგ როცა გავიზარდეთ მაშინაც ვამჩნევდი შურს მას კეხიანი ცხვირი აქვს მაგრამ მაინც ლამაზია, ლამაზი თვალები, წარბები, ტუჩები აქვს. მე კი საშუალო ცხვირი ოდნავ გრძელი, არც ისე ლამაზი წარბები და თვალები და საშუალო სისქის ტუჩები მაქვს, ანუ მე საშუალო სილამაზის ვარ , აქამდე ამას საერთოდ არ ვუკვირდებოდი სანამ ეს არ მოხდა: მოკლედ მე და ჩემს დაქალს ერთი ბიჭი მოგვეწონა ერთდროულად და თავს ვაწონებდით ასე ვთქვათ იმ ბიჭმა კი ჩემი დაქალის ფოტოების დაგულება დაიწყო ანუ ანიშნა რომ მოსწონდა, მეც ვიფიქრე რომ ის ჩემზე ლამაზია და ა.შ როცა ის ფოტოებს დებს უფრო მეტ ადამიანს მოსწონს და აქვე მინდა აღვნიშნო რომ ის თავის ცხვირს ფოტოშოპით აკეთებს, თითქოს ის უფრო მეტ ადამიანს მოსწონს ვიდრე მე, თითქოს მე მის გვერდით ვიჩრდილები, როცა მის ფოტოებზე კომენტარებს ვკითხულობ თითქოს მშურს და გული მწყდება რომ ჩემს ბუნებრიობას და ჩემს თავად ყოფნას არავინ მიფასებს, მე არ ვცდილობ რომ ჩემი ცხვირი, თვალი ან რამე უფრო ლამაზი გამოვაჩინო ვიდრე არის, ამას არავინ აფასებს და გული მტკივა, მგონია რომ ის ჩემზე ლამაზია და ა.შ, არ ვიცი როგორ მოვიქცე ხანდახან მგონია რომ ლამაზი ვარ და ხანდახან არა, ჯერ პატარა ვარ ასეთი ფიქრებისთვის 14 წლის ვარ მაგრამ არ გეგონოთ რომ არ ვსწავლობ ისევ კარგი მოსწავლე ვარ და ვემზადები ჩემი მომავლისთვის მაგრამ იმედია გესმით ჩემი თავს ცუდად ვგრძნობ, გთხოვთ რომ მირჩიოთ რამე რომ გამოვიდე ამ სიტუაციიდან და კიდევ მინდა დავამატო რომ მე ჩემი მეგობარი ძალიან მიყვარს და კარგი მეგობრი ვართ შეიძლება ასე ითქვას მის შურს თუ არ ჩავთვლით, მე არ მინდა რომ მის მიმართ შური გამიჩნდეს და არც ის მინდა რომ თავს მახინჯად და ცუდად ვგრძნობდე და იმედია თქვენი რჩევა დამეხმარება, მადლობა წინასწარ.

პასუხი
-თქვენი აღწერის მიხედვით საკმაოდ ლამაზი გოგონა ბრძანდებით, გარდა ამისა, კარგი მოსწავლე ბრძანდებით და თან გყავთ მეგობარი, რომელთანაც შეგიძლიათ თქვენი დარდისა და სიხარულის გაზიარება. ყოველივე ეს დიდი ფუფუნებაა ადამიანისთვის და გირჩევთ, რომ ძალიან გაუფრთხილდეთ ამ მდგომარეობას. პირველ რიგში, უნდა შეეშვათ ლაიქების თვლას. არაუშავს, რომ თვენი მეგობარი ფოტოშოპის საშუალებით ისწორებს ცხვირს, ეს მისი არჩევანია. ჩვენ გვესმის გოგონა ბრძანდებით და გინდათ ბევრ მოსწონდეთ, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით თუ ჩაიციკლებით, ეს ცხოვრებას გაგირთულებთ, ამიტომ შეეშვით თქვენი მეგობრის სურათების თვალიერებას და მასზე ლაიქების თვლას და დატკბით, რომ საკმაოდ ლამაზი ხართ, გავთ სწავლის ნიჭი და უნარი და გყავთ მეგობარი. გააგრძელეთ კარგად სწავლა, მისდიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს (სწორი კვება, ვარჯიში, ღამის ნორმალური ძილი) და გაითვალისწინეთ, რომ გარდატეხის ასაკის შემდეგ კიდევ უფრო დაიხვეწებით, თანაც გექნებათ კარგი განათლება და ასე ბევრს მიაღწევთ ცხოვრებაში. გახსოვდეთ, რომ არაფერს არ ნიშნავს, რომ სხვა თქვენზე მეტი ლაიქები აქვს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად