Ყველაზე კარგი ექიმები მკურნალის ყავს იხარეთ გენაცვ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

26-06-2020

-Ყველაზე კარგი ექიმები მკურნალის ყავს იხარეთ გენაცვალეთ. სულ თქვენი რჩევებით ვცხოვრობ და ახლა მინდა გკითხოთ მყავს 2 თვის ბავშვი მყავს სიმილაკზე 3 საათში ერთხელ ვაჭმევ 150 ჭამს და მერე 1 საათში ტირის და ისევ ვაჭმევ 60-ს შეიძლება ასე? Და კიდევ 1 საათი ანდომებს კვებას და რო დავაწვინო და მასე ვაჭამო ბოთლით შეიძლება?

პასუხი
-ხელოვნური კვების დროს მისაღები საკვების რაოდენობა დამოკიდებულია პატარას ასაკზე, წონასა და ადაპტირებული ნარევის ტიპზე. არსებობს ჩვილისთვის საკვების საჭირო ოდენობის გამოანგარიშების რამდენიმე მეთოდი. შეიძლება ვისარგებლოთ მოცულობითი მეთოდით, რომელიც ბავშვის წონას ითვალისწინებს.
სიცოცხლის პირველ 2თვეს ბავშვმა დღის განმავლობაში ნარევი უნდა მიიღოს სხეულის მასის 1/5 (თითო ჯერზე მისაღები ულუფის განსაზღვრისთვის კი ეს რაოდენობა უნდა გაყოთ მიღების ჯერადობაზე).
კვებებს შორის ინტერვალი სასურველია 3,5 საათი დღის მანძილზე, ხოლო ღამით აუცილებელია 6 საათიანი ინტერვალი, ხელოვნური კვებისას ღამით კვება დაუშვებელია.
ეს ციფრები მაინც ინდივიდუალურია, ზოგიერთი ბავშვი შეიძლება ჭამდეს უფრო ნაკლებს, ზოგიც ოდნავ მეტს.
ულუფების რეკომედნირებული რაოდენობა და მოცულობა ასევე მითითებულია საკვების ეტიკეტზე, და საორიენტაციოდ შეგიძლიათ ეს ინფორმაცია გამოიყენოთ. 10-20 მლ-ით ხდება ულუფის გაზრდა და ყოველ შემდეგ თვეზე ჯამში 30მლ-ით.
ბავშვის კვების საკითხი განიხილეთ პირად პედიატრთან.
კუჭი არ უნდა მიაჩვიოთ ზედმეტ ულუფას, კვებათა შორის ინტერვალი 2-3 საათი მაინც უნდა იყოს. შუალედში მიეცით მატყუარა საწოვარა.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად