! ვარ 29 წლის გოგო , თებერვალში დამეწყო ცისტიტის ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

16-06-2020

გამარჯობა ! ვარ 29 წლის გოგო , თებერვალში დამეწყო ცისტიტის ნიშნები ანუ ხშირი შარდვა და დღის გამმავლობაში წვა ( შარდვის დროს არც წვა მაქ არასდროს და არც დისკომფორტი) წვა მაქ მხოლოდ დღის განმავლობაში.. ავიღე შარდის საერთო იყო იდეალური, დავთესე და ბაქტერია არ ამოვარდა, თირკმელების და შარდის ბუშტის ეხოც იყო კარგი, ქლამიდია უარყოფითი,პაპ ტესტი კარგი, კოლპოსკოპიაში ცინ1 , მაგრამ გენოტიპის პასუხი პაპილომასი მოვიდა რომ არ მაქ არც მაღალი რისკი და არც დაბალი, ამიტომ 6 თვეში გადამოწმებაო... ნაცხში სოკო და ბაქტერიები , რომელიც ვიმკურნალე ექიმის დანიშნულებით და ვიკეთებდი პიმაფუცინის სანთლებს და ვსვამდი ანტიბიოტიკებს .. ეს საშოს წვა სანთლების მერე უფრო გამიმწვავდა .. მივედი უროლოგთან ჩავაბარე შარდი ციტოლოგიაზე და დიდად არაფერი არაა გამოხატეული, ასევე დამენიშნა საშოს დამატენიანებელი ეპიგენის გელი ჰიალურონით შეიძლება სიმშრალის ბრალიაო , ასვე მეორე უროლოგმა ხელით გასინჯვისას მითხრა რკმ ურეთრის შარდსადინარი მილი ახლოს მაქვს საშოსთან და ბრუნდებაო .. ნუ პლასტიკური ოპერაცია კეთდება ამაზე, თუმცა მეორე უროლოგმა მითხრა რომ ბევრ ქალს აქვს ესეო როგორც წესიო .. ასევე ეს ხშირი შარდვა და წვა საშოსი თუ მილის არ ვიცი ვერ დავამუღამე როდის მიმწვავდება სულ არ მაქ ეხლა სქესობრივი ცხოვრება 2 კვირაა და მაინც ესე ვარ, ანუ პირდაპირ სქესობრივ ცხოვრბას ვერ ვუკავშირებ თუმცს მქონია რომ აქტის მერეც მეწყება,, მაინტერესებს დაახლოებით რასთან მაქ საქმე და თუ მეშველება? ექიმი ან რამე კვლევა კიდე საჭიროა?

პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა

პასუხი: თქვენი სიმპტომები შეიძლება დაკაშირებული იყოს სპეციფიკურ ინფექციასთან, რისთვისაც საჭიროა ნაცხის არა მარტო ბაქტერიოსკოპიული, არამედ ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, რის შემდეგაც შესაძლოა გამოვლინდეს მიკოპლაზმა, ურეაპლაზმა. ამასთან, გირჩევთ ჩაიტაროთ განმეორებით ბაქტერიოსკოპიული ანალიზი. ძალიან მნიშვნელოვანია გამონადენის დათვალიერება, რადგან ხშირ შემთხვევაში დიაგნოზის დასმისთვის შესაძლებელია გამონადენის ფერის, სუნის მიხედვით. ამდენად, უმჯობესია ჩაიტაროთ განმეორებითი გამოკვლევა და ნაცხის ბაქტერიოლოგია.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
ტეგები: ცისტიტი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად