ვიცი რომ ყველა ადამიანი და ურთიერთობა ინდივიდუალუ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

09-06-2020

გამარჯობათ, ვიცი რომ ყველა ადამიანი და ურთიერთობა ინდივიდუალურია მარა მაინც მჭირდება რჩევა, ერთი წლის უკან გავიცანი ბიჭი, თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ამ გადმოსახედიდან მგონია რომ რაღაცები დაჩქარებულად მოხდა, ერთ თვეში ვნახე პირველივე ჯერზე მექცეოდა თამამად და მეც ავყევი, შემდეგ ნახვაზე ურთიერთობაც გქვონდა ამის შემდეგ უფრო იშვიათად მწერდა მერე რაღაცები მომატყუა, ამბობდა ვერავისთან ვიქნები ჯერო და სხვა გოგოს ეტენებოდა სურათებს დებდა მისას, რაღაც დროის შემდეგ რამოდენიმეჯერ ცადა ჩემთან შემოძრომა რათქმაუნდა მე არ ვიღებდი, მაგრამ ახლა ისევ გამოჩნდა, ნორმალური ურთიერთობა მინდაო, იქნებ გრძნობებამდეც მივიდეთქო, მეკი მეშინია რომ ისევ უბრალოდ სექსი უნდა, დიდად არიჩენს ინტერესს რას ვაკეთებ სად დავდივარ ვის ვხვდები რა მომწონს რა მიყვარს, არც ეჭვიანობს, არც ჩამოდის სანახავად მე უნდარო ჩავიდე, ბევრჯერ ველაპარაკე იმაზე რომ შენგან მხოლოდ სექსის ინიციატივა მოდის მეტი არაფერითქო მარა ამბობს რო ვერ გნახულობ არაფერი ხდება ჩვენს შორის და სალაპარაკოც არაფერია ხოლმეო, მე სექსი მჭირდებაო მარა ეგ არუშლის ხელს არაფერსო. არ ვიცი როგორ მოვიქცე, ვენდო, როგორ მივუდგე, ისე რომ ჩემს მიმართ ყურადღებიანი მზრუნველი იყოს თუნდაც იეჭვიანოს მეტად დაინტერესდეს, რაც მე ასე მჭირდება იმდენად მაქვს ყურადღების დეფიციტი რომ ბიჭის მიმართ ინტერეს ადვილად ვკარგავ თუ ის არ აქტიურობს, როდესაც აქეთ მთხოვენ ჩავიდე მათთან გული მიცრუვდება, უკვე მგონია რომ ძლიერი ბიჭები არ არსებობენ, 21 + ვარ მადლობა წინასწარ რჩევისთვის

პასუხი
-როგორც მივხვდით, ამ მამაკაცმა პირდაპირ გითხრათ, რომ მხოლოდ სექსი უნდა თქვენგან. ერთადერთი რის რჩევაც შეგვიძლია, პირდაპირ უნდა უთხრათ, რომ თქვენ ასეთი ურთიერთობა არ გინდათ. თუ დაგშორდებათ და აღარ გამოჩნდება ე.ი არც ღირდა მასთან სერიოზულ ურთიერთობებზე ფიქრი. თუმცა შეიძლება დაგშორდეთ და მერე მიხვდეს, რომ ძალიან შეგეჩვიათ და სერიოზულადა ფიქრობს თქვენზე. მამაკაცების საკმაოდ დიდი ნაწილი ბუნებით მონადირეა და ადვილად მისაწვდომი ქალთან ხანგრძლივი ურთიერთობა არ ხიბლავს, პირიქით ასეთ მამაკაცებს ძნელად მისაწვდომი გოგონები უფრო აინტერესებთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად