მაქვს ყავისფერი გამონადენი ეს დამეწყო, მუცლის მოშ... | ქალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ქალი

კატეგორია - ქალი

06-06-2020

გამარჯობათ მაქვს ყავისფერი გამონადენი ეს დამეწყო, მუცლის მოშლის შემდეგ ვიყავი 4 კვირის ორსული,ორი თვეა რაც მომეშალა და ორი თვეა მესტრუაციის შემდგომ ერთ კვირაში მაქვს ყავისფერი გამონადენი რამოდენიმე დღე, რისი გამო შეიძლება მქონდეს? ვერ ვახერხებ ექიმთან მისვლას. ფოლიუმის მჟავას ვსვავ ერთი თვეა უკვე. შეიძლება წამლის გამო მქონდეს? თუ რა შეიძლება იყოს მიზეზი?

პასუხი
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა

პასუხი: მენსტრუაციის შემდეგ ყავისფერი ჩამონაშალი არსებობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ენდომეტრიოზთან. ენდომეტრიოზი არის გენეტიკურად განპირობებული დაავადება, რომელიც ხასიათდება ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიგნითა გარსის) გაჩენით მისთვის არადამახასიათებელ უბნებში, მაგალითად, საშვილოსნოს კუნთოვან შრეში, საკვერცხეებში, ნაწლავებში, შარდის ბუშტში  და ა.შ. მისთვის ასევე, დამახასიათებელია ძლიერ მტკივნეული მენსტრუაციები. დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია კლინიკური ნიშნების საფუძველზე. ფოლიუმის მჟავა, არ არის ყავისფერი გამონადენის მიზეზი. ასევე, გამონადენი შეიძლება გამოწვეული იყოს საშვილოსნოს ღრუში ან ყელში პოლიპი არსებობასთან, საშვილოსნოს კვანძოვან მიომასთან. ამის შესაფასებლად საჭიროა ჩატარდეს ექოსკოპიური გამოკვლევა.  მდგომარეობა არ არის საშიში. თუმცა, საჭიროა გამოკვლევა და დიაგნოზის დაზუსტება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად