. 3 წლის წინ დამეწყო შფოთვები და პანიკური შეტევები... | ფსიქიატრია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქიატრია

კატეგორია - ფსიქიატრია

commerce
01-06-2020

გამარჯობა. 3 წლის წინ დამეწყო შფოთვები და პანიკური შეტევები. ამ შეტევების მერე 2-3 დღე ძალიან სუსტად ვარ და ჭამის მადაც მიქრება ხოლმე. ეს შეტევის ბრალია, თუ სხვა რამეც იწვევს? ვიმკურნალე 1 წელი ჰომეოპათიური საშუალებით და 1 წლის მერე ისევ გამიმეორდა ძლიერი პანიკური შეტევა, რამაც საერთოდ დამთრგუნა, უიმედო გამხადა, სულ ვტიროდი, მეგონა რომ ვსიო, უკვე ვეღარ გამოვჯანმრთელდებოდი და ღრმა მწუხარებაში ჩამაგდო. ამის შემდეგ უკვე ვიმკურნალე ანტიდეპრესანტებით. რა დროსაც მქონდა ძალიან კარგი შედეგი, მაგრამ წამლის თავის დანებების შემდეგ, ისევ დამეწყო შფოთვები და აკვიატებული შიშები, პანიკაც, ამან ძალიან ცუდად იმოქმედა ჩემს ფისიქიკაზე. სულ უიმედოდ გავხდი და მგონია რომ არაფერი აღარ მეშველება. ინტერესი დავკარგე ცხოვრების. გამიჩნდა შიში, რომ ვაითუ დეპრესია ჩამომიყალიბდა და სიცოცხლე არ შემძულდეს. ეს შიში ძალიან მაქვს. მაინტერესებს დეპრესია ჩამომიყალიბდა, თუ უბრალოდ იმის რწმენამ , რომ მეგონა ანტიდეპრესანტების 1 კურსი მიშველიდა და რომ ვერ მიშველა, დროებით გამოიწვია ჩემი იმედგაცრუება და ეს ჩემი წამოსახვაა?

პასუხი
- დამშვიდდით, ეს ყველაფრივი ბუნებრივი სიმპტომებია ანტიდეპრესანტის მოხსნის შემდეგ, ასეთ შემთხვევაში საჭიროა კურსის გაგრძელება ან პრეპარატის შეცვლა, მაგრამ ეს თვითნებურად არ უნდა გააკეთოთ, ზოგადად, საჭიროა ექიმთან მუდმივ კონტაქტზე ყოფნა და მან უნდა მართოს თქვენი მდგომარეობა.
საერთოდ კი გირჩევთ, გამოიცვალოთ გარემო, რეჟიმი, მეტი ყურადღება დაუთმოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. თქვენი პრობლემა ხანგრძლივ ყურადღებას და განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, თუმცა მოგვარებადია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად