! ასეთი კითხვა მაქვს . 2 წლის ბიჭი ,რომელიც ფიზიკუ... | ბავშვის ფიზ. განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის ფიზ. განვითარება

-გამარჯობა! ასეთი კითხვა მაქვს . 2 წლის ბიჭი ,რომელიც ფიზიკურად განვითარებულია ყველა ნორმის ფარგლებში ,არის აქტიური და კომუნიკაბელური ,უყვარს ცეკვა ,ხატვა ,მაგრამ აგვიანებს მეტყველების დაწყებას . ამბობს ცალკეულ სიტყვებს ,მაგრამ არა წინადადებებს .თუმცა ყველაფერი ესმის და ხვდება . ითვლება ეს დარღვევად და არის თუ არა რაიმე ღონისძიებების გატარება საჭირო ?

პასუხი
-როცა 2წლის ასაკში ბავშვს უჭირს მარტივი, ორსიტყვიანი წინადადებების წარმოთქმა და არ იყენებს მეტყველებას კომუნიკაციის საშუალებად, ის უნდა აჩვენოთ ბავშვის ენისა და მეტყველების თერაპევტს ან ბავშვთა ფსიქონევროლოგს ნეიროგანვითარების შესაფასებლად. აუცილებელია სმენის შემოწმებაც.
მეტი დრო დაუთმეთ ბავშვთან ურთიერთობას, ეცადეთ ბავშვს ელაპარაკოთ მოკლე და მარტივი წინადადებებით, რათა ადვილად შეძლოს გამეორება. წაუკითხეთ ზღაპრები, ლექსები, არ დასვათ კომპიუტერთან და ტელევიზორთან. დაუსვით ისეთი შეკითხვები, რაც მარტივ პასუხს მოითხოვს.
ესაუბრეთ პატარას ნელა და გარკვევით. საუბრისას არ დაგავიწყდეთ აღნიშვნა, რა მოხდა იმ წუთს: ჩიტმა გაიფრინა, მანქანამ გაიარა...უმღერეთ საბავშვო სიმღერები.
ლაპარაკის დაწყებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც ბავშვი იზრდება.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად