- ხუთი დღის წინ მქონდა სექსი პრეზერვატივის გ... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

19-08-2010

- ხუთი დღის წინ მქონდა სექსი პრეზერვატივის გარეშე, მას მერე ასოს თავზე მაქვს ოდნავი ტკივილი და ქავილი, ხელს არ მიშლის არც შარდვაში, რას მირჩევთ?

პასუხი



- შეიძლება ასოსო თავის ანთებას (ბალანიტს) აქვს ადგილი. თუ ანთებითი პროცსი გადასულია ჩუჩის შიგნითა ფურცელზეც, მაშინ საქმე გვაქვს ბალანოპოსთიტან. ბალანიტისა და ბალანოპოსთიტის დროს ადგილი აქვს ასოს თავის ტკივილს, ქავილის, შეწითლებასა და შეშუპებას. პირველადი ბალანიტის მიზეზი შეიძლება იყოს ჩუჩის კანქვეშ განვითარებული სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექცია.
მეორადი ბალანიტი ვითარდება ორგანიზმში უკვე არსებული ინფექციის შარდსასქესო გზებით ასოს თავის საფარველსა და ჩუჩაზე მოხვედრის შედეგად. ასეთი ინფექციებია_ გონეორეა, ტრიქომონა, სიფილისი და ა.შ.
დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, ალერგიული დაავადებები (ეკზემა, ჭინჭრის ციება) და სხვა.
ბალანოპოსთიტის მკურნალობა პროფესიონალურ მიდგომას საჭიროებს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივდუალურია. პირველ რიგში აუცილებელია საგულდაგულო გამოკვლევა და მიღებული მონაცემების საფუძველზე სათანადო მკურნალობის შერჩევა. დაავადების დიაგნოსტირება მიმართული უნდა იყოს გამომწვევის გამოვლინებისკენ. ამისათვის ავადმყოფს ექიმი გასინჯვის შემდეგ აგზავნის ლაბორატორიულ კვლევაზე (ნაცხის ბაქტეროლოგიური ანალიზი). მიღებული მონაცემები დაავადების მიზეზის და ფორმის დადგენის საშუალებას იძლევა, რის საფუძველზეც ხდება მკურნალობის შერჩევა და დანიშვნა.
კომენტარები
02 თებერვალი 2016 11:05
მოგესალმებით, ერთი კითხვა მაქვს დაახლოებით 10 დღის წინ მქონდა სქესობრივი კონტაქტი და პრეზერვატივის მთლიანობა დაირღვა, როგორც კი ეს ვიგრძენი შევეშვი. ეხლა კი ზურგის არეში მაქვს ძილმაგარასავით წამონაზარდი ,რამოდენიმე ადგილას კიდე ქავილიც.( მაგრამ არა სასქესო ორგანოების მიდამოებში) რა შეიძლება იყოს. ან რა პროფილის ექიმს მივმართო ან რა ანალიზი უნდა გავიკეთო.რაიმე საქესობრივად გადამდები დაავადება ხო არაა მაინტერესებს წინასწარ გიხდით მადლობას.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად