.თავიდანვე გეტყვით რომ ფსიქოლოგს პირადად ვერ მივმა... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

24-05-2020

გამარჯობა.თავიდანვე გეტყვით რომ ფსიქოლოგს პირადად ვერ მივმართავ რადგან არ მაქვს ამის საშუალება და აქ იმიტომ გწერთ,ვარ 31წლის,მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი,დალაგებული ცხოვრება ნამდვილად არ მაქვს პირიქით სხვა ბევრი ოჯახებისგან განსხვავებით ბევრ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავება გვიწევს მე და ჩემს მეუღლეს,სწორედ ამას ვაბრალებ მე რომ გავხდი რაღაცნაირი ნერვიული,სულ ცუდზე მეფიქრება,სულ ცუდის მოლოდინში ვარ,მგონია რომ ბავშვებს რაღაც დაემართებათ ან მე დამემართება რამე.სულ რაღაცაზე მენერვიულება,ისეთ რაღაცეებზე რაზეც სხვა არც კი ფიქრობს,არცერთი დილა არ მახსოვს კარგ ხასიათზე გამეღვიძოს(რაც სხვების ძალიან მიკვირს),პირიქით ყოველ დილით მგონია რომ არანაირი აზრი არ აქვს ცხოვრებას.სერიოზულად მიკვირს პოზუტიური ადამიანების,ვერაფრით ვერ ვხვდები კარგ ხასიათზე რატომ უნდა ვიყო.ერთადერთი რაც ოდნავ მასულდგმულებს არის ის რომ ვმუშაობ,მუშაობა და სამსახური მართლა მიყვარს.სამსახურში შეიძლება რაღაცაზე გავიცინო,ჩემდა გასაკვირად თანამშრომლებთან საერთოდ არ ვარ უხასიათო ადამიანი მაგრამ როგორც კი სახლში შემოვალ სულ სხვანაირი ვხდები.საერთოდ ზოგადად არაფერი არ მიხარია არასდროს და მომავალში ვერაფერს ვერ ვხედავ ისეთს რაც შეიძლება მიხაროდეს.უძილობას არ ვუჩივი მაგრამ თუ ღამე გამომეღვიძა იცით როგორი შეგრძნება მაქვს ,თუ რამე ოდნავ ცუდი მაინც მომხდარა რამე (ესეთი შემთხვევა ცოტა არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში)ან უნდა მომხდარიყო მაგრამ გადავურჩი ამ ყველაფერზე მეფიქრება მეშინია და ამ ფიქრში თავზე მათენდება.საშინელი შეგრძნებაა არაფერი რომ არ გიხარია.ხალისი არ მაქვს არაფრის,თუ რამეს ვაკეთებ ისიც ძალით სხვა გზა რომ არაა მაგიტომ.ოდნავ ხმაურსაც ვერ ვიტან,თუ ბავშვები ახმაურდნენ მაშინვე ვეჩხუბები.ერთი შეხედვით არ მემჩნევა უფრო სწორედ არ ვიმჩნევ ამ პრობლემებს მაგრამ შინაგანად მჭამს ეს ყველაფერი.უყურებ ზოგჯერ ჩემს გარშემო სხვა ადამიანებს რომლებიც ცხოვრებისეულ დინებას მიყვებიან მშვიდად ხალისით აუღელვებლად და მიკვირს რადგან მე სულ რაღაც ცუდს ველოდები.არვიცი თავს როგორ მოვერიო.არაფერი არ მიხარია ამ ქვეყანაზე.მეზარება ზედმეტი კონტაქტები თუ აუცილებელი არაა ზედმეტი ლაპარაკი მეზარება ზოგჯერ.მოკლედ რომ გითხრათ ,ცხოვრება მეზარება.

პასუხი
-სამწუხაროდ,  გესაჭიროებათ გარემოს გამოცვლა, რათა გადახედოთ თქვენს ცხოვრებას და დაფიქრდეთ რა გაღიზიანებთ საკუთარ ოჯახში, შეიძლება არ ხართ თვითრეალიზებული, ვერ პოულობთ საკუთარ ადგილს და ა.შ.
ტეგები: ოჯახი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად