. რაც ჩემი პატარა დაიბადა რამდენჯერმე წყალბადის ზე... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

19-05-2020

-გამარჯობა. რაც ჩემი პატარა დაიბადა რამდენჯერმე წყალბადის ზეჟანგი ჩავასხი ორი წვეთი ჭიპში. არცერთხელ არ ამოუქაფებია. რაც წავიკითხე ყველა წერს ამოქაფდება და ამოუსუფთავდებაო და შეიძლება სისულელეს გეკითხებით მაგრამ რო ვასხამ ჩვეულებრივად არის ჭიპზე წყალივით და ცოტხანში ბამბით ვუმშრალებ ნაზად და რო არ ქაფდება ეს კარგია თუ არა

პასუხი
-როგორც ჩანს ჭიპლარის ჭრილობა მშრალია და ამიტომ არ ხება წყალბადის ზეჟანგის აქაფება.
ახალშობილის ჭიპი აბსოლუტურად მშრალი უნდა იყოს (ეს ხდება დაახლოებით დაახლოებით დაბადებიდან მე 14-ე დღისთვის).
ჭიპისგან არ უნდა გამოიყოფოდეს არანაირი სითხის მაგვარი გამონადენი.. თუნდაც მცირე რაოდენობით.
თუ ასეთი მდგომარეობა გაქვთ, მაშინ დამუშავება არ ჭირდება. თუ სისველე აღინიშნა, მაშინ....
დაბანის შემდგომ, პატარას ჭიპის დამუშავება საჭიროა ჯერ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით, მოძრაობით -შიგნიდან გარე მიმართულებით. შეგიძლიათ ჭიპში უბრალოდ ჩააწვეთოთ ხსნარი და ნაზი მოძრაობით მოახვედროთ იგი ჭიპის ყველა წერტილზე, რითაც შესაძლებელი გახდება ჭიპის სრული გასუფთავება. ამის შემდეგ ყურსაწმენდის გამოყენებით ჭიპს დაამუშავებთ 2%-იანი ბრილიანტის მწვანით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად