- ამ ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამე მოხდ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

19-08-2010

- ამ ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამე მოხდა, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩემს ემოციურ სფეროზე. 22 წლის გოგო ვარ და ზოგჯერ მგონია, რომ გავგიჟდები. ხშირად ვღიზიანდები უმნიშვნელო რამეზეც კი და ამას გარეგნულად არ გამოვხატავ, ჩემს თავში ვიკლავ და ამით საკუთარ თავს ვიცი, რომ ზიანს ვაყენებ. ჩაკეტილი ადამიანი ვარ, ვფიქრობ რომ ადამიანებთან ურთიერთობა არ გამომდის. არც სიყვარულში გამიმართლა, სასწავლებელშიც პრობლემები შემექმნა. ხშირად მინდა მარტო ყოფნა, მაგრამ ამ დროსაც ცუდ რამეებზე ვფიქრობ და ცუდად ვხდები. არ ვიცი რა მოვუხერხო ჩემს თავს. იქნებ მირჩიოთ რამე?

პასუხი
- როგორც ჩანს ამ ეტაპზე რთული პერიოდი გიდგათ ცხოვრებაში, რამაც გავლენა მოახდინა თქვენს ემოციურ სფეროზე და ნევროზი გამოიწვია. მაგრამ აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც არ შეიძლებოდეს, მთავარია მონდომება. ფარ-ხმალის დაყრა და მოდუნება კიდევ უფრო დაამძიმებს თქვენს სულიერ მდგომარეობას. თქვენ გვწერთ, რომ სიყვარულში არ გაგიმართლათ_ გირჩევთ დაივიწყოთ ძველი სიყვარული და მომავალზე იფიქროთ. ალბათ იფიქრებთ, სათქმელად ადვილიაო, მაგრამ გვენდეთ, თუ მოინდომებთ ამას მოახერხებთ- თავი ხელში აიყვანეთ და თავს ძველ სიყვარულზე ფიქრის უფლება არ მისცეთ. თქვენ ხომ ძალიან ახალგაზრდა ბრძანდებით და ყველაფერი წინ გაქვთ. ასევე გვწერთ, რომ სასწავლებელში პრობლემები შეგექმნათ, კარგი იქნებოდა მოგეწერათ თუ რა პრობლემებს გულისხმობთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გამოსავალი აუცილებლად იქნება - მაგალითად, თუ რომელიმე საგანი ვერ ჩააბარეთ, არა უშავს, იმეცადინეთ გულდასმით და აუცილებლად ჩააბარებთ.
თუ ატყობთ, რომ ძალიან განერვიულებული ბრძანდებით, მაშინ გირჩევთ ნევროლოგთან ან ფსიქოლოგთან ვიზიტს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად