ვარ გოგონა 27 წლის . მაქვს ტკივილები მარცხენა ბეჭ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

01-05-2020

-გამარჯობათ ვარ გოგონა 27 წლის . მაქვს ტკივილები მარცხენა ბეჭზე ხერხემალთან. ადრეც მტკიოდა 2 ჯერ მაგრამ მალევე გამიარა 4 დღეში. ეხლა ალბათ 3 კვირა იქნება რაც მტკივა , როცა ვწევარ მაშინ ... გავიკეთე 5 დღე ნემსები გამიარა და ეხლა ისევ 2 დღეა ცოტა მტკივა უფრო დისკომფორტს განვიცდი . ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ ექიმთან მისვლას რას მირჩევდით ? გთხოვთ მიპასუხოთ . ასევე მაქვს უძილობა დიდიხანიააა ღამე ყველანაირი ზედმეტი ოდნავი ხმაურიც კი არ მაძლევს საშვალებას რომ დავიძინოოო და თუ მირჩევდით რამე მედიკამენტს. მადლობა წინასწარ ❤️

პასუხი
-ბეჭის ტკივილის მიზეზის დასადეგნად უნდა მიმართოთ ორთოპედს,თვთმკურნალობა უკვე ჩატარებული გაქვთ უშედეგოდ, ამიტომ პრფოფესიონალმა გამოკვლევბით უნდა შეაფასოს მდგომარება და დანიშნოს კვალიფიციური მკურნალობა, რაც საიტიდან ვერ მოხერხდება.

-რაც შეეხება უძილობას, უნდა მოიწესრიგოთ დღის რეჟიმი -ადგეთ დროულად, არაუგვიანეს 8-9 საათისა, შეასრულოთ დილის ვარჯიში, დღის განმავლობაში დაიტვირთოთ
ზომიერად(გონებრივად, ფიზიკურად), ფეხით იაროთ აუცილებად, საღამოს 21 საათის შემდეგ არ დაჯდეთ კომპიუტერთან/ტელეფონთან, ძილის წინ ტელევიზორს არ უყუროთ, ივახშმეთ მსუბუქად, ძილის წინაც გაისეირნეთ ,გაანიავეთ საძინებელი ოთახი, არ დაწვეთ დასაძინებლად 23 -24 სთ -ზე ადრე.
ჩვენ ონლაინ რეჟიმში მხოლოდ მცენარეული დამამშვიდებელი საშუალების რჩევა შეგვიძლია (ფიტორემი, ვალერიანი, ბარამბო, ალორა, სომნა-რიცი ან ნევროსტიმი ). თუ უშედეგო იქნება, მაშინ აუცილებლად მიმართეთ ექიმს. დამატებითი რჩევები ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/fsiqonevrologia/nevrologia/6206-udzilobis-mkurnaloba-sasargeblo-rchevebi-da-fitotherapiuli-nakrebebi.html
  • Add to Phrasebook
    • No word lists for English -> Russian...
    • Create a new word list...
  • Copy
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად