-ბ ჯგუფის სტრეპტოკოკი არის ბაქტერიის ტიპი, რომელიც ჯანმრთელი ადამიანების 10-35%-ს აქვს სწორ ნაწლავში, ხოლო ჯანმრთელი, ზრდასრული ქალების 10-35%-ს სწორნაწლავსა და/ან საშოში.
GBS ბაქტერია(
ბ ჯგუფის სტრეპტოკოკი) არის ადამიანის ორგანიზმში არსებული ბაქტერიული ფლორის შემადგენელი ნაწილი. ძირითადად ის არ იწვევს გართულებებს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ამ ბაქტერიას შეუძლია მოერიოს ორგანიზმს და გამოიწვიოს სერიოზული ინფექცია, ამას უწოდებენ ბჯგუფის სტრეპტოკოკის დაავადებას.
GBS დაავადებულთა ნახევარი მოდის ახალშობილებზე, რომლებიც ავადდებიან ამ ბაქტერიის მატარებელი დედისგან დაბადებისას ბაქტერიასთან პირდაპირ კონტაქტში შესვლისას.
GBS იწვევს ინფექციას ორსულ ქალებში -საშვილოსნოში, სანაყოფე წყლებში, საკეისრო კვეთის შემდგომ ჭრილობებში და საშარდე ტრაქტში. ყოველწლიურად ორსულ ქალებში 50 000-ზე მეტი ასეთი ინფექცია ვლინდება.
GBS ჩვეულებრივ არის მიზეზი ახალშობილებში ადგილობრივი ინფექციებისა და მძიმე გენერალიზებულ დაავადების -.სეფსისისა და მენინგიტის განვითარების და ხშირად ფილტვების ანთების მიზეზიც. ახალშობილთა GBS-ით დაავადება უფრო ხშირია, ვიდრე სხვა უფრო ცნობილი დაავადებები, როგორებიცაა წითურა, თანდაყოლილი სიფილისი, სპინა ბიფიდა (ხერხემლის თანდაყოლილი მანკი).
ჩვეულებრივ, ჩვილები ბ ჯგუფის ბაქტერიასთან კონტაქტში შედიან სამშობიარო ტკივილების დაწყებისას, დაბადებისას, შეიძლება პატარებს ეს ბაქტერია შეხვდეთ მაშინ, როცა ბაქტერია აღმავალია დედის საშოდან საშვილოსნოში, ასევე სამშობიარო გზების გავლისას. ბავშვები ინფიცირდებიან ბაქტერიის გადაყლაპვით, ან შესუნთქვით.
თუ ორსულობისას ბაქტერია საშარდე სისტემაში მოხვდა, შესაძლებელია გამოიწვიოს ქორეოამნიონიტი, სანაყოფე გარსების ინფექცია, შედეგად კი მემბრანების ნაადრევი დარღვევა და ნაადრევი მშობიარობა.
ორსულის ექიმთან პირველივე ვიზიტისას უნდა გაკეთდეს შარდის საერთო ანალიზი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ბაქტერიოლოგიაც. საშარდე გზების სტრეპტოკოკური ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, აუცილებელია ჩატარდეს ანტიბიოტიკოთერაპია. მაგრამ ეს ღონისძიება ბავშვს სრულად არ იცავს მშობიარობის პროცესში ინფექციის გადადებისგან, რადგან გარე სასქესო ორგანოებში ბაქტერიებს ბოლომდე არ ანადგურებს.
ამიტომ ორსულებში სტრეპტოკოკული ინფექციის სკრინიგნისათვის ორსულობის 35-37 კვირაზე უნდა მოხდეს ნაცხის აღება როგორც ვაგინალური, ასევევ ანალური არედან B ჯგუფის სტრეპტოკოკზე გამოსაკვლევად.
თუ პასუხი დადებითია ანუ ბაქტერია აღმოჩნდა აღებულ ნაცხში, მაშინ რეკომენდებულია
ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია უშუალოდ მშობიარობის პროცესში (ძირითადად პენიცილინით), რაც 30-ჯერ ამცირებს ბავშვის დაინფიცირების რისკს მშობიარობის პროცესში.
B ჯგუფის სტრეპტოკოკის არსებობას ორგანიზმში რეციდივული ხასიათი აქვს პერიოდულად ჩნდება და ქრება. ამიტომ მნიშვნელოვანია, კვლევა ჩატარდეს მშობიარობამდე რაც შეიძლება მოკლე დროში (კვლევა, ჩატარებული მშობიარობამდე 5 კვირით ადრე, სანდო არ არის). ასევე, კვლევა უნდა ჩატარდეს ყველა ორსულობისას.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66