მენსტურაციის დროს მაქვს საშინელი ტკივილი ზოგადად ტ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

28-04-2020

მენსტურაციის დროს მაქვს საშინელი ტკივილი ზოგადად ტკივილი ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ ბოლოს 8 აპრილს საშინელი ტკივილები მქონსა, 18 მარტს მქონდა ბოლოს სქესობრივი ურთიერთობა, 8 აპრილს მენსტრუწცია მომივიდა მქონდა ძლიერი ტკივილები და ძალიან სქელი ჩამონაშალი მწონდა და მენსტურაციას თან მოჰყვებოდა ნაცრისფერი შეფერილობის ლაქები , ნაგავს ჰფავდა, მას შემდეგ სამი დღეა მაწვს ყავისფერი გამონადენი ლორწოსებრი, ხან მუქი შავი ან თეთრი მცირე რაოდენობით მაგრამ მაინც შესამჩნევი და დისკომფორტს მიქმნის , ორსულობა დასაშვსბია ? თუ რაიმე დაავადებაზე მიუთითებს ?

პასუხი
პასუხი: თქვენი სიმპტომი შეიძლება დაკავშირებული იყოს ენდომეტრიოზთან, რომელიც ხასიათდება მტკივნეული მენსტრუაციით და ყავისფერი ჩამონაშალით მენსტრუაციამდე ან მის შემდეგ. ენდომეტრიოზი წარმოადგენს გენეტიკურ დაავადებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შიგნითა გარსის) გაჩენით მისთვის არადამახასიათებელ უბნებში. ენდომეტრიოზის მკურნალობისთვის, როგორც წესი, გამოიყენება გესტაგენური მედიკამენტები, რის ფონზეც დროთა განმავლობაში ტკივილი მნიშვნელოვნად შემცირდება და ყავისფრი ჩამონაშალი გაქრება. თქვენ გესაჭიროებათ დიაგნოზის დადგენა, ექოსკოპიური გამოკვლევა და სათანადო მკურნალობის შერჩევა.   
ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა


გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად