მაპატიეთ კითხვისთვის ძალიან შეწუხებული და უკვე... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

16-08-2010

- მაპატიეთ კითხვისთვის ძალიან შეწუხებული და უკვე დაკომპლექსებული ვარ ქმართან ურთიერთობის მრცხვენია, არ ვიცი რატომ. 20 წლის ვარ და 2 ბავშვი გავაჩინე ფიზიოლოგიურად, ნაკერების გარეშე ვიმშობიარე. შეიძლება ამის ბრალია თუ რა მჭირს ვერ გავიგე, სექსუალური ურთიერტობის დროს საშოდან შარდი მომდის თუნდაც საპირფარესოდან ახალი გამოსული ვიყო, მთლიანად ვსველდები და სიამოვნებაზე ლაპარაკი ზედმეტია, უკვე საშინელი კომპლექსი მაქვს, და ამის გამო თავს მაქსიმალურად ვიკავებ სექსუალურ ურთიერთობაზე. გთხოვთ დამეხმარეთ და რამე მირჩიეთ. წნასწარ დიდი მადლობა

პასუხი

- თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ უროლოგს.
თქვენს შემთხვევაში ადგილი აქვს  შარდის დაძაბვით შეუკავებლობას, რომელიც ხშირად   ვლინდება სქესობრივი ცხოვრების დროს შარდის უნებლიე დაღვრით. ამის მიზეზს წარმოადგენს ის, რომ  მშობიარობის დროს ხდება იოგების დაზიანება, კუნთების მოდუნება და შედეგად შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა ვითარდება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ  ამას, სამწუხაროდ, სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და ჰგონიათ, რომ ეს დროებითია და გაუვლით. თუმცა დროთა განმავლობაში დაავადება კიდევ უფრო პროგრესირებს.
შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: კონსერვატიული და ოპერაციული. კონსერვატიული მეთოდის არსი მდგომარეობს ქალის სასქესო ჰორმონის დანიშვნაში საშოს სანთლების ან მალამოს სახით და შორისის კუნთების ელექტრომოისტიმულაციაში, რაც ხელს უწყობს შორისის იოგოვან – კუნთოვანი აპარატის აღდგენას, უნებლიედ დაღვრილი შარდის რაოდენობის შემცირებას. აღნიშნული მიდგომა ნაჩვენებია ამ დაავადების საწყის და საშუალო ფორმების დროს. ხოლო მძიმე ფორმების დროს ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა. საბედნიეროდ, დღეს საქართველოში უკვე შესაძლებელია ზემოთ აღნიშნული იოგების ჩანაცვლება მინიმალურად ტრავმული ოპერაციების დახმარებით. ოპერაციის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, ქალი ეწერება კლინიკიდან მეორე დღესვე და რაც მთავარია ამგვარი ოპერაციების ეფექტურობა აღემატება 90%.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად