მოგესალმებით. არ ვიცი, რამდენად სწორად ავარჩიე კატ... | ორთოპედია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორთოპედია

კატეგორია - ორთოპედია

commerce
21-04-2020

მოგესალმებით. არ ვიცი, რამდენად სწორად ავარჩიე კატეგორია. მაქვს სქოლიოზი, დიფუზიური ოსტეოქონდროზი და სპონდილოართროზი. მასწავლებელი ვარ და ონლაინ ვმუშაობ ყოველდღიურად - ანუ, დიდი დროის გატარება მიხდება კომპიუტერთან და ტელეფონთან. რამდენიმე დღის წინ, კომპიუტერიდან რომ წამოვდექი, თავბრუ დამეხვა. ექიმმა ციტოფლავინი დამინიშნა. კომპიუტერთან ან ტელეფონთან ისევ მიძლიერდება თავბრუსხვევა. მოკლედ, რისი კითხვა მინდა:რადგან კომპიუტერთან ძლიერდება, ნამდვილად ოსტეოქონდროზის ბრალია, თუ სხვა დაავადება უნდა ვეძებო?მადლობა

პასუხი
- რადგან გაქვთ აქ ჩამოთვლილი პათოლოგიები, სავარაუდოდ ხერხემალს უკავშირდება თქვენი სიმპტომი, თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვა მიზეზებსაც, მაგალითად სისხლძარღვოვანს ან სისხლის კოაგულაციური თვისებების ცვლილებებთან დაკავშირებულს, ასევე წონასწორობის ორგანოს - ლოკოკინას პრობლემებს. დისტანციურად ვერ გეტყვით ზუსტ პასუხს, გამოკვლევა იქნება საჭირო.
ეცადეთ კომპიტერთან ჯდომის დროს მაქსიმალურად მობილიზებული იყოთ ხერხემლის სწორი პოზიციონირებისათვის, ნუ დაღლით კუნთებს, ეცადეთ გააკეთოთ მცირე შესვენებები და იმოძრავოთ.
კარგი იქნება ნევროლოგის კონსულტაციაც. ასევე მხედველობას დააკვირდით, ხომ არ გაქვთ არასწორად შერჩეული სათვალის პრობლემა - ზოგჯერ ესეც არის ხოლმე თავბრუსხვევის მიზეზი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად