. ძალიან გთხოვთ რამე მირჩიეთ...ვარ 18 წლის გოგო. მ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

17-04-2020

გამარჯობათ. ძალიან გთხოვთ რამე მირჩიეთ...ვარ 18 წლის გოგო. მოკლედ მყავდა შეყვარებული რომელიც ძალიან იყო დამოკიდებული ჩემზე. ოჯახური პრობლემებიც ჰქონდა და რაიმე ელემენტარული როდესაც არ მოსწონდა ყოველთვის იწყებდა ისტერიულ ტირილს და ჰქონდა ბევრი შიშები რომ დამკარგავდა. საბოლოოდ ვერ გავუგეთ ერთმანეთს და დავშორდით თუმცა ერთ სივრცეში გვიწევს ყოფნა და ვხვდები რომ ყველა ამონასუნთქი ნერვებს უშლის და აღიზიანებს და მეც მაღიზიანებს ყველაფერი რასაც ის აკეთებს. ისევ უსასრულოდ ვჩხუბობთ. ხან თბილია ჩემს მიმართ მაგრამ უცებ ქარიშხალივით ღიზიანდება და ნერვებს მიშლის. გარდა ამისა მცირე დოზით ეჭვიანობასაც ავლენს. მეგონა რომ არ მაინტერესებდა თუმცა 3 კვირაა ყოველ დღე მესიზმრება ეს ადამიანი და ვხვდები რომ ვერ ვნახულობ ამის გამო ვერ ვწყვეტ ძლიერ ემოციურ კავშირს მასთან. ვერ ვხვდები რა უნდა, ყველა ძალით ცდილობს რომ ნერვები ამიშალოს და თუ ყურადღებას არ ვაქცევ კანიდან ძვრება და ბოლოს მაინც მიშლის (ისიც ჩემი ასაკისაა). მოკლედ ამ ყველაფერმა ძალიან დამღალა და იქნებ მირჩიოთ როგორ მივუდგე მას და საკუთარ თავს ისე რომ დავასრულო ეს ომი. (ამ ყველაფერს დამატებული აქვს კომპლექსები და მუდმივად ცდილობს დამიმტკიცოს საკუთარი უპირატესობა რაც ასევე მაღიზიანებს) ძალიან დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი
-რადგან ერთ სივრცეში გიხდება ყოფნა და ვერანაირად ვერ მოხერხდება, რომ არე შეხვდეთ ხოლმე ერთმანეთს და არც შერიგებას აპირებთ, მაშინ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება, არ წამოეგოთ მის არანაირ პროვოკაციას, მის პროვოკაციებზე არანაირი რეაქცია არ გამოხატოთ. თ ამას შეძლებთ, მაშინ დროთა განმავლობაში მასაც მობეზრდება თქვენთან ,,ომი“.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად