- პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ არსებობთ კიდევ... | გასტროენტეროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გასტროენტეროლოგია
16-08-2010

- გამარჯობათ, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ არსებობთ კიდევ ერთხელ, სამი თვეა ექიმებთან დავდივარ, ვარ 26 წლის, მაქვს ტკივილები მუცლის არეში და ფაღარათი, გავიკეთე რენტგენოსკოპია, დიაგნოზი გასტროენტერიტი, სიმპტომები ისევ გრძელდება, მაინტერესებს რენტგენოსკოპიის დიაგნოზი სანდოა, გამოავლენდა თუ რამე სიმსივნური პროცესი მიმდინარეობს? თუ ენდოსკოპია უნდა ჩავიტარო? ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ და კიდევ, მაინტერებს ამ სიმპტომების ასე ხანგრძლივად გაგრძელება ნორმალური თუ არის, მეტ გასტროენტეროლოგთან ფიზიკურად ვერ წავალ, თქვენს კომპეტენტურობაში ეჭვი არ მეპარება, ამჟამად გამაყუჩებლით, ვიტამინებით, ფლორის აღმდგენი საშუალებებით ვმკურნალობ, ეს პრეპარატები შედეგისთვის საკმარისია თუ კიდევ რამეა საჭირო, ან ხალხური საშუალება მცენარეები, დიეტა? და შედეგი დაახლოებით რამდენ ხანში უნდა იყოს, ასეთ მდგომარეობაში შეიძლება თუ არა სამსახურში გასვლა? მაპატიეთ ბევრი კითხვისთვის, თუ შესაძლებელია დამეხმარეთ, გმადლობთ გასტროენტეროლოგია

პასუხი
- გასტროენტერიტის დიაგნოზი არ ისმება რენტგენოლოგიურად. ეს მეთოდი არც სიმსივნის გამოვლენის თვალსაზრისითაა იდეალური, დიდია მცდარი პასუხის რისკი. გაცილებით სრულყოფილი კვლევაა კოლონოსკოპია. თუმცა, თქვენი ასაკი არ გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ სიმსივნის არსებობა. სასიამოვნოა, რომ ჩვენს კომპეტენტურობაში ეჭვი არ გეპარებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საიტის დახმარებით პაციენტის მკურნალობა შეიძლება მისი გასინჯვის გარეშე. სამწუხაროდ ვერ გიპასუხებთ თქვენს ბოლო შეკითხვებზე, რადგანაც თქვენი დაგნოზი არ არის დადგენილი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად