რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა, 14 წლის ბიჭს აქვს სტრეპტოკოკი და სტაფილოკოკი ყელში, იშვიათად ცივდება და გვითხრეს რო გლანდები არ აქ ამოსაჭრელიო, ჩირქი აქ ცოტა გლანდებში და დისკომფორტი, დავუწყეთ ნაცხის მიხედვით ანტიბიოტიკის მიღება ფაგებსაც ვავლებთ ყელში, როგორც ბავშვი ამბობს ზოგჯერ სასქესო ორგანოს წვას ვგრძნობდიო, შარდის საერთო გაგვაკეთებინა ექიმმა და ნორმაში იყო, ექიმმა გვითხრა ნაცხი უნდა დავთესოთ შესაძლოა სასქესო ორგანოს კანზე იყოს სტაფილოკოკებიო, თქვენ რას გვირჩევთ აქვს აზრი ნაცხს? შესაძლოა ეს ბაქტერიები არ ჩანდეს შარდის საერთოში? კონკრეტულად ცვლილებების გამოწვევას ვგულისხმობ თორემ ვიცი რო კონკრეტული ბაქტერიის ტიპი მარტო ნაცხში ჩანს, წინასწარ მადლლობას გიხდით თუ რამით დამეხმარებით ძალიან ვნერვიულობ
პასუხი
პასუხი: ვინაიდან ბავშბს აქვს წვა, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს შარდში მარილების არსებობასთან, ან თუნდაც ბაქტერიების არსებობასთან. ამიტომ მიზანშეწონილია ჩატარდეს როგორც ნაცხის, ისე შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი. ამასთან, თუ ბავშვს აქვს რაიმე გამონაყარი კანზე ან შეწითლება, ან აქერცვლა ან სხვა რაიმე სიმპტომი, საჭიროა დერმატოლოგის კონსულტაციაც.