5 წლის ბავშვს,დაახლოებით ერთი თვეა აქვს ძალიან მცი... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
commerce
09-04-2020

გამარჯობათ,5 წლის ბავშვს,დაახლოებით ერთი თვეა აქვს ძალიან მცირე რაოდენობით,თუმცა ქავილით,(განსაკუთრებით ღამის საათებში)ხელის ზედა მხარეს გამონაყარი,მეორე ხელზე სულ რამოდენიმე ცალია,თუმცა ისიც ექავება,და სულ ოდნავ კისერზე...სურათს ავტვირთავ ,მაგრამ ბრილიანტის მწვანე უსვია,..(ანალოგიური გამონაყარი ინტერნეტის საშუალებითაც ვნახე და იმ სურათსაც ავტვირთავ განსხვავება მხოლოდ გამონაყარის რაოდენობაშია,რომ წარმოდგენა გქონდეთ რაზე ვსაუბრობ)...ექიმთან ვიყავით დაგვინიშნა ელიდელის მალამო,ლორანექსი და რეუტენი,ასევე კვების კორექცია,თუმცა საერთოდ უშედეგო აღმოჩნდა,სისხლის ანალიზი ან მსგავსი არაფერი გაგვიკეთებია,იქნებ დამეხმაროთ,გამონაყარი არ ვრცელდება,მაგრამ ეგრეც რამდენი ხანი ვიქნებით...ეხლა გაყვანა არ მინდა ამიტომ გწერთ თქვენ..

პასუხი
- ეს მრავლობითი გამონაყარი ალერგიული რეაქციაა, მაგრამ სავარაუდოდ ეს რეაქცია რაღაც გამღიზიანებლის ფონზე ვითარდება. ქავილი საყურადღებო სიმპტომია და რადგან ქავილი უპირატესად ღამით აქვს, აუცილებლდა უნდა გამოირიცხოს პარაზიტული დაავადება (მუნი), რომელიც ბავშვებში საკმაოდ არის გავრცელებული, ფოტოზე ვერ შევაფასებთ, მით უმეტეს, რომ ბრილიანტის მწვანე უსვია. ასევე უნდა გამოირიცხოს კონტაქტი რაიმე ალერგენთან - ხომ არ აძლევს ალერგიას საპონი ან შამპუნი. გამოცდილ დერმატოლოგს აჩვენეთ ბავშვი, თუ იგი გამორიცხავს დერმატოლოგიურ პრობლემას, მაშინ ალერგოლოგთან მოგიწევთ კონსულტაცია.
თქვენს კითხვას პასუხობს პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად