მოგესალმებით! ჩავიტარე გინეკოლოგიური გამოკვლევა ტრ... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

commerce
08-04-2020

მოგესალმებით! ჩავიტარე გინეკოლოგიური გამოკვლევა ტრანსვაგინალურად. დაგიწერთ შედეგებს და გთხოვთ გამცეთ პასუხი, რამდენად ჯანმრთელი მდგომარეობა მაქვს? დაორსულებაში ხელისშემშლელი ფაქტორი ხომ არ იკვეთება?საშვილოსნოს ტანის ზომები: სიგრძე 40 მმ, წინა-უკანა 31 მმ, სიგანე 48 მმ, მოცულობა 31 სმ კუბი. საშვილოსნო სადა კონტურებით, გადახრილი მარჯვნივ, ნორმალური ექოგენობის, მიომეტრიუმი ერთგვაროვანი, მიომეტრიუმის ექოსტრუქტურა საშუალომარცვლოვანი. ენდომეტრიუმის სისქე 10მმ, არაერთგვაროვანი სტრუქტურის. მარჯვენა საკვერცხე 41,5X27X32 მმ. მოცულობა 19 სმ კუბი, მასში ორი ყვითელი სხეული ზომებით 17X15 მმ და 16,5X15,5 მმ.მარცხენა საკვერცხე 29X17X21 მმ. მოცულობა 5,6 სმ კუბი. მასში 7-8 სითხური ჩანართი ზომით 4-6,5 მმ.საშვილოსნოს ყელის ზომები 35X20 მმ. ენდოცერვიკალური არხი არ არის დილატირებული. დუგლასის ფოსოში თავისუფალი სითხეპ.ს. გამოკვლევა ჩავიტარე ოვულაციის შემდგომ პერიოდში.

პასუხი
პასუხი: თქვენი ექოსკოპიის მონაცემები ნორმის ფარგლებშია და სანერვიულო არაფერია. ექოსკოპიურად დაფიქსირდა ყვითელი სხეული, რაც მიუთითებს ოვულაციის არსებობაზე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია შეფასდეს მისი ფუნქციური აქტივობაც. ამისთვის, რეკომენდებულია მენსტრუაციული ციკლის  მე-19-20 დღეს განისაზღვროს სისხლში  პროგესტერონის დონე. გარდა ამისა, ორსულობისთვის მნიშვნელოვანია საშვილოსნოს მილების გამავლობა, რისთვისაც ტარდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა. და ბოლოს, საჭიროა  სქესობრივი პარტნიორის სპერმის ანალიზი. ყველა ამ ანალიზის შემდეგ შესაძლოა ვიმსჯელოთ ორსულობის შესაძლებლობაზე.



ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად